სიახლეები

          • ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის კვირეული

          • 26-30 ნოემბერს იტალიურ სკოლაში მიმდინარეობდა ესთეტიკური აღზრდისა და სპორტის კათედრის კვირეული (კათედრის ხელმძღვანელი თინა მაჩაბელი).

            კვირეულის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა:  მოსწავლეთა ნახატების გამოფენა, კონკურსი საბავშვო სიმღერებში, ვიქტორინა, პრეზენტაცია, დისკუსია თემაზე: ,,ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით“, მხიარული სტარტები, ტურნირი ჭადრაკში, გასვლითი ღონისძიება საკრავების მუზეუმში და სხვ. კვირეულმა სასიამოვნო და საინტერესო ვითარებაში ჩაიარა.

          • იტალიელი სტუმრები

          • იტალიასთან სასწავლო-გაცვლითი პროექტის ფარგლებში 10 ნოემბერს, სკოლას ეწვია ქ. ბორგომანეროს პიერო გობეტის სახელობის სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთან ვალენტინა ძანეტასთან ერთად. იტალიელი სტუმრები, ჩვეულებისამებრ წელსაც ქართველი თანატოლების ოჯახებში ცხოვრობდნენ.

            პროექტის ფარგლებში, გარდა სასკოლო-სასწავლო აქტივობებისა, პროგრამაში შედიოდა ექსკურსიები, გასართობი კულტურული ღონისძიებები, სპორტული შეჯიბრებები და სხვა. გამოსამშვიდობებელ საღამოზე, სკოლის კაფეტერიაში ჩვენმა სტუმრება მოაწყვეს იტალიური ვახშამი, მოამზადეს ნაციონალური კერძები. იტალიელმა მოსწავლეებმა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეს მასპინძელი მშობლებისადმი. ბავშვები ყოველთვის გულწრფელები არიან და ამოდენა სიყვარულის დამსახურება მარტივად არ ხდება.

        • "Libriamoci" შეუერთდა საერთაშორისო კითხვის დღეს
          • "Libriamoci" შეუერთდა საერთაშორისო კითხვის დღეს

          • 2018 წლის 25 ოქტომბერს, იტალიურ სკოლა,,ცისკრის“ ლიტერატურულ კაფე ,,Libriamoci“ უკვე მეოთხედ შეუერთდა საერთაშორისო კითხვის დღეს. შეხვედრა ალესანდრო დ'ავენიას წიგნს -,,რძესავით თეთრი და სისხლივით წითელს'' მიეძღვნა (თარგმნა და საზოგადოებისათვის გაცნობა). ალესანდრო დ'ავენია და მისი საოცარი სამყარო დიდი აღმოჩენაა ლიტერატურული კაფესათვის. მწერალი თავის პროფესიაზე უსაზღვროდ შეყვარებული, იტალიელი მასწავლებელია.

            აღნიშნული ნაწარმოები ეხება მოზარდთა პრობლემებს, რასაც გაგება, გვერდში დგომა სჭირდება და არა გაკიცხვა. ალესანდრო დ'ავენია თავის ნაწარმოებში ამბობს სწორედ, რომ კაცობრიობა ოცნების წყალობით დგამს წინ ნაბიჯს. ლიტერატურულ კაფეს წევრებს სწამთ, რომ ეს ოცნება ახდება. VIII კლასის მოსწავლეებისათვის ეს შეხვედრა განსაკუთრებული გახლდათ, რომლებმაც იტალიურ ენაზე, მხოლოდ წელს დაიწყეს იტალიური ლიტერატურის შესწავლა.

            ქალბატონმა თამარ მიდელაშვილმა (ფილოლოგი, დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში) პროფესიულ დონეზე განიხილა და საკმაოდ მაღალი შეფასება მისცა წარმოდგენილ თარგმანებს, მან ხაზი გაუსვა, წიგნთან დაახლოების თვალსაზრისით, ამ პროექტის უდიდეს მნიშვნელობას. დასასრულს, ლიტერატურული კაფეს წევრებს ქალბატონმა რუსუდან ყოინაშვილმა გადასცა, იტალიის საელჩოს გადმოგზავნილი, სამახსოვრო სიმბოლური საჩუქრები

      • კონტაქტი

        • იტალიური სკოლა
        • +995 322 35 18 25;
          +995 599 15 31 81
        • თორნიკე ერისთავის ქუჩა, №1
          თბილისი
          0180 თბილისი
          Georgia
      • ანგარიშში შესვლა

    • ვებ-გვერდის განახლების თარიღი - 05/12/2024