• ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!

          • იტალიელები ყოველდღიურად ამტკიცებდნენ, რომ გენიალური ერია, ქვეყანა სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყა ღვთისა და ადამიანის შემოქმედება, სადაც უსაზღვრო მშვენიერების მხილველის სული შვებას გრძნობს... ,,სილამაზე მართლაც იხსნის სამყაროს"... იტალიელებისთვის La vita è bella - ცხოვრება მშვენიერია მიუხედავად ყოველგვარი განსაცდელისა...

            იტალიური სკოლა ,,ცისკრის" სასკოლო საზოგადოება ბედნიერია, რომ იტალიური სკოლის კედლებში ქართველი ბავშვები ამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნის ენას ეზიარებიან...

            ბედნიერებაა ასწავლო ის, რაც გიყვარს და ასწავლო მათ, ვინც გიყვარს!

            იტალიის დღევანდელი მდგომარეობა თითოეული ჩვენგანის ტკივილია, ვიმედოვნებთ, რომ ყველა სიძნელე დაძლეული იქნება და სილამაზე, სიყვარული, სითბო და თანადგომა იხსნის იტალიას. მიუხედავად მძიმე დღეებისა, იტალია ამასაც გადალახავს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!

             

            Gli italiani ogni giorno danno il buon esempio a tutto il mondo. E' veramente un popolo geniale e l'Italia è veramente il "Belpaese" dove la creazione di Dio e quella dell'uomo è in gran armonia, dove l'anima trova la pace e la consolazione guardando una Bellezza capace di salvare il mondo. Per gli italiani "la vita è bella" malgrado tutto.

            La scuola italiana ,,Tsiscari" è veramente fortunata nel dare la possibilità ai ragazzi di imparare una bellissima lingua di gran cultura. Anche noi, insegnanti siamo felici di insegnare ciò che amiamo tanto e ci rende ancor più grati insegnarlo a chi vogliamo bene, ai bambini...

            Lo stato attuale dell'Italia è un dolore per tutti noi, speriamo che le difficoltà  vengano superate presto. La bellezza, l'amore, l'affetto ed il sostegno di tutti salveranno l'Italia. Si è un momento difficile, ma l'Italia ce la farà. 

            Siamo con voi!

          • დისტანციური სწავლება

          • 16 მარტიდან იტალიური სკოლა გადავიდა ელექტრონულ სწავლებაზე.

            წინასწარ შექმნილი დისტანციური სწავლების სივრცეში,  პირველად ჩატარდა ონლაინ სწავლების საათობრივი ბადით გათვალისწინებული გაკვეთილები.

            დისტანციური სწავლების ორგანიზებულობა ჩვენი გუნდის პროფესიონალთა დამსახურებაა. მადლობას ვუხდით საგნობრივ კათედრებს გუნდური მუშაობისთვის, მასწავლებლებს, კლასის დამრიგებლებს, თავად მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

            კარგი დასაწყისი წარმატების საწინდარია.

            გისურვებთ, ნაყოფიერ მუშაობას და ჯანმრთელობას!