2019 წლის 19 ნოემბერს, იტალიური სკოლის X და XI კლასის მოსწავლეები სტუმრად იმყოფებოდნენ ხელოვნების სასახლეში, სადაც შედგა შეხვედრა ქართველ ისტორიკოსთან, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორთან ბ-ნ გიორგი კალანდიასთან.
სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს ხელოვნების სასახლეში დაცული ხელოვნების ნიმუშები. შეხვედრა იმდენად საინტერესო იყო, რომ დაიგეგმა დეკემბრის თვეში მორიგი შეხვედრა პროფესორ გიორგი კალანდიასთან.