• რუსული ენის ცოდნის დონის სერტიფიკატების გადაცემა

          • იტალიურ სკოლაში სამივე საფეხურზე გაძლიერებულად ისწავლება ინგლისური და იტალიური ენები, ასევე ისწავლება რუსული ენაც.

            სკოლის რუსული ენის პედაგოგის დალი ბეროშვილის ძალისხმევით, სასწავლო ცენტრ ,,რუსულ სახლთან“ თანამშრომლობის ფარგლებში,VIII-XII კლასების მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ სასერტიფიკაციო გამოცდებს. დამსახურებული  შედეგების მიხედვით მოსწავლეებს გადაეცემათ  რუსული ენის   ცოდნის შესაბამისი სხვადასხვა დონის სერტიფიკატები.

            დღეს, 19 მარტს იტალიურ სკოლაში გაიმართა როგორც 2020 წლის, ასევე მიმდინარე 2021 წლის სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგების მიხედვით,მოპოვებული რუსული ენის ცოდნის დონის შესაბამისი  სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი.   (პანდემიური სიტუაციის გამო გასულ  წელს სერტიფიკატების გადაცემა ვერ მოხერხდა).

            საანგარიშო პერიოდში A2 დონის სერტიფიკატი დაიმსახურა რვა მოსწავლემ. B1 დონის სერტიფიკატი დაიმსახურა შვიდმა მოსწავლემ. B2 დონის სერტიფიკატი დაიმსახურა ცხრამეტმა მოსწავლემ.

            გასულ წელს სერტიფიკატი დაიმსახურა ოცდაორმა  მოსწავლემ. მიმდინარე  წელს - თორმეტმა. სერტიფიკატები მოსწავლეებს გადასცა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა  მაია ლაგვილავამ.

          • კვირეული „საქართველო და ევროპა - ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“

          • 2021 წლის 15-25 თებერვალს  თბილისის იტალიურ სკოლა  „ცისკარში“ საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრაზე  ჩატარდა კვირეული  „საქართველო და ევროპა -  ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში“.

            მოსწავლეებმა კვირეულისთვის საინფორმაციო მასალად გამოიყენეს „ევროპული ასოცირების პროცესი საქართველოში  - დამხმარე სახელმძღვანელო ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისათვის“   (ავტორები: კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის პროფესორი გურანდა ჭელიძე, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ქარდავა და ამავე უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ბრაგვაძე)  სახელმძღვანელო  მომზადებულია კავკასიის უნივერსიტეტში ევროკავშირის Erasmus+ პროგრამების მხარდაჭერით, ჟან მონეს პროექტის „ევროპული სწავლების სამკუთხედი“ -  “Triangle Effect of European Studies at Schools” (TEESS) ფარგლებში - 611026-EPP-1- 2019-1-GEEPPJMO-PROJEC.

            X-XI კლასის მოსწავლეებმა დაჩი წილოსანმა, გიორგი მეძმარიაშვილმა, სოფიო კობახიძემ, ზუკა ხუციშვილმა, ნიცა ქოქოლაძემ, ქეთი ჭიჭინაძემ, მია მკერვალიშვილმა და სხვებმა  ისტორიის გაკვეთილებზე  (პედაგოგი მაია ფირჩხაძე) მოაწყვეს პრეზენტაციები  თემებზე: „რას ნიშნავს იყო ევროპელი“, „ევროპული ცხოვრების წესი“,  „ევროკავშირის მიზნები“, „ევროკავშირის ფასეულობები“, „როგორ შეიქმნა ევროკავშირი“, „როგორია ევროკავშირში გაწევრიანების პირობები“, „რას გულისხმობს  ევროპის სამეზობლო პოლიტიკა (ENP)“  და  „აღმოსავლეთის პრატინიორობა (EaP)“, „როგორია ევროპული კავშირის დახმარებით განხორციელებული პროექტების შინაარსი“, „ახალი გამოწვევები ევროპული ინტეგრაციის პროცესში“, როგორია ევროპული კავშირის დახმარებები საქართველოსადმი, ოჯახის, პიროვნების უფლებებისა  და საქართველოსა და ევროპის ურთიერთობის სხვა საკითხების შესახებ.  პრეზენტაციებში წარმოჩნდა, რომ თანამედროვე საქართველოში პროგრესის, განვითარების და სწორი არჩევანის ერთ-ერთი საფუძველია ევროპული ინტეგრაცია, რაც საქართველოს ეროვნული და სასიცოცხლო ინტერესების ნაწილია, საქართველოს საშინაო პოლიტიკის საგანია, საქართველოს თითოეული მოქალაქის ღირსეული და დაცული ყოფის, მომავალში ინვესტირების პროცესია.

            მოსწავლეთა გამოსვლებში, დისკუსიებში ცხადად იგრძნობოდა, რომ  განვითარების ევროპული გზა საქართველოს ხალხისა და საქართველოს სახელმწიფოს ისტორიული და ფასეულობითი არჩევანია.

            იტალიური სკოლის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრა მადლობას უხდის  კავაკასიის უნივერსიტეტს, მასწავლებლებისათვის ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო სახელმძღვანელოს შედეგენისა და მოწოდებისთვის.