• საშობაო ბაზრობა

          • 20 დეკემბერს, იტალიურ სკოლაში გაიმართა საშობაო, საქველმოქმედო ბაზრობა.

            სიკეთე გადამდებია

            უღრმესი მადლობა, მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს, განსაკუთრებით კლასის დამრიგებლებსა და ხელოვნების პედაგოგს, საშობაოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად, გამოჩენილი თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

          • მოსწავლეთა კონფერენცია

          • საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ, თბილისის ი. ვეკუას სახელობის 42-ე მათემატიკურ სკოლასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ 2019 წლის სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში - „მეცნიერება იწყება სკოლიდან - კვლევები მოსწავლეთა მონაწილეობით“. პროექტის ფარგლებში, 19 დეკემბერს საქართველოს უნივერსიტეტში ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია, სადაც მონაწილეობას იღებდნენ 42-ე სკოლის და იტალიური სკოლა "ცისკარი"-ს მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს შემდეგი მოხსენებები:

            1. „სერპინსკის ფუნქცია“ - მომხსენებლები: მეათე კლასის მოსწავლეები ანა პაპიძე და ელენე ნიკურაძე.

            2. „კანტორის თეორემა“ - მომხსენებლები: მეათე კლასის მოსწავლეები ქეთი ჭიჭინაძე და ქეთი მაჭავარიანი.

            3. "წრფივი დაპროგრამება ოპტიმიზაციის ამოცანებში" - მომხსენებლები: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები თათია ბარელაძე, ნინი ბოჭორიშვილი და მარიამ ჯოლოგუა.

            4. "ალგებრის ფესვები" - მომხსენებლები: მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები ლუკა გიორგიძე, თიკო გადილია, დავით ხაჩიძე და ანი ასანიძე.

            მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლამ კონკურსზე წარადგინა თემა: „ფუნქციონალური მეთოდები სიმრავლეთა თეორიაში“ და მოიპოვა გრანტი.

            პროექტის მონაწილეები: ილია ვეკუას სახ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლა, იტალიური სკოლა ცისკარი - Italian School Tsiskari და საქართველოს უნივერსიტეტი.

            პროექტის ხელმძღვანელი: ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, აკად. ი. ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკური სკოლის მათემატიკის მასწავლებელი კონსტანტინე კუპატაძე.

            პროექტის მეცნიერ-კონსულტანტი: საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ასოცირებული პროფესორი ქეთევან კუთხაშვილი.

            პროექტის ასისტენტი: საქართველოს უნივერსიტეტის მაგისტრანტი დავით თარაშვილი.

          • ჭადრაკის ტურნირი

          • 16 დეკემბერს, იტლიურ სკოლაში გაიმართა ჭადრაკის ტურნირში მონაწილე მოსწავლეთა დაჯილდოება
             29 ნოემბრიდან მიმდინარე ჭადრაკის ტურნირში II - V კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. ტურნირი დაძაბულად მიმდინარეობდა, როგორც ვაჟებში ასევე გოგონებში. გამოვლინდნენ გამარჯვებულები - I, II, III ადგილის მფლობელები

          • ამხანაგური შეჯიბრი

          • 11 დეკემბერს, ქ. თბილისის 23-ე საჯარო სკოლის სპორტულ დარბაზში, იტალიური სკოლისა და 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის, გაიმართა ამხანაგური შეჯიბრი კალათბურთში. შეჯიბრში მონაწილეობდნენ მე-6 კლასის მოსწავლე ვაჟები. შეჯიბრი იტალიური სკოლის კალათბურთელთა გამარჯვებით დამთავრდა.

            დამაჯერებელი ანგარიშით 45:4 გაიმარჯვა იტალიური სკოლის კალათბურთელთა გუნდმა  

          • მინიატურული სპექტაკლი

          • 2019 წლის 6 დეკემბერს, I/2კლასის მოსწავლეებმა იტალიური სკოლის სცენაზე წარმოადგინეს მინიატურული სპექტაკლი ,,გაეხადა ბაღს სამოსი“. სცენარის ავტორი და რეჟისორი - პედაგოგი, ინგა თეთრაძე; მუსიკალური გაფორმება - მარინა ლეკიშვილი, დეკორატორი - დინა კუჭაძე.

            პატარა მსახიობებმა დაიპყრეს დარბაზი: მხიარული ჰანგები,  გემოვნებით გაფორმებული მუსიკალური სცენები, შემოდგომის ხვავი და ბარაქა. ამ დღეს განსაკუთრებული ხიბლი შესძინა კლასის დამრიგებლის პოეტურობამ და გამორჩეულმა ფანტაზიის უნარმა.

             I/2კლასის მოსწავლეებს მუდამ ემახსოვრებათ მათი პირველი სასკოლო ზეიმის დღე - 2019 წლის 6 დეკემბრი

          • განსაკუთრებული სტუმარი

          • 5 დეკემბერს, იტალიურ სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა განსაკუთრებული სტუმარი, საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის დინამოს ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე და მისი მეგობარი, თბილისის დინამოს ფეხბურთელი ნოდარ იაშვილი.

            სკოლის მოსწავლეები დიდი ინტერესით ელოდნენ სტუმრებს. შეხვედრამ ძალიან საინტერესო გარემოში ჩაიარა. ბავშვებს მომზადებული ჰქონდათ შეკითხვები და სტუმრებმაც ამომწურავად გასცეს პასუხები, გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება და შეხედულება ფეხბურთის გარშემო.

            შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა დაარიგეს ავტოგრაფები და გადაიღეს ფოტოები
            ეს დღე ნამდვილად არ დაავიწყდებათ იტალიური სკოლის მოსწავლეებს

          • შეხვედრა მოძღვართან

          • 2019 წლის 28 ნოემბერს იტალიური სკოლა ,,ცისკრის" 5-2 და 6-1 კლასის მოსწავლეებმა (პედაგოგი მაია ხაჭაპურიძე), უმასპინძლეს ჯვარის მამას მოძღვარს პოეტ - დეკანოზს თავმას ჩოხელს.

            მოსწავლეებმა საინტერესოდ და შთამბეჭდავად წაიკითხეს “სიყვარულის მოძღვრის” ლექსები, ცხოვრების გზა, მოისმინეს “სიყვარულის სახელით ამღერებული ლექსები”, მათ შორის 5 “იავნანას” ავტორის მამა თავმასის საოცარი “იავნანები” (კომპოზიტორი დავით არჩვაძე), მისივე შესრულებით სიმღერა “აფხაზეთის მონატრება”. ასევე მოძღვრის სტუმარმა ნიკოლოზ ოთანაძემ ფანდურზე შეასრულა რამდენიმე სიმღერა, რომლითაც განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა მსმენელზე.

            მოძღვარმა მადლობა გადაუხადა მოსწავლეებს გულთბილი შეხვედრისათვის, დაარიგა: “უყვარდეთ წიგნი, სამშობლო, შეიყვარონ ერთმანეთი და სულიერებით გაძლიერდნენ”. ეს თბილი და სიყვარულით სავსე შეხვედრა დიდხანს ემახსოვრებათ იტალიური სკოლის მოსწავლეებს