გაიცანით იტალიური სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის პროფესიონალთა გუნდი: ნანა ვაჩიბერიძე (კათედრის ხელმძღვანელი), ინგა თეთრაძე, დალი ქოქოშვილი, მაია ალავიძე.
სკოლის წარმატების საწინდარი პროფესიონალთა გუნდია! ამ ახალმა გამოწვევამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა (და არა მხოლოდ ჩვენ), რომ ჩვენი სკოლის პედაგოგები, ჩვენი ძლიერი რგოლია, ჩვენი საფუძველი და საყრდენია!
იტალიური სკოლის პედაგოგებმა, ამ რთულ პერიოდშიც წარმატებით დაძლიეს ეს ახალი გამოწვევა და დისტანციური სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით მოახერხეს სასწავლო პროგრამების ადაპტაცია ისე, რომ გაკვეთილები საინტერესო, ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამის ერთ-ერთ დასტურად კი გვსურს, ყველას გავუზიაროთ დაწყებითი კლასების კათედრის მიერ საპროგრამო მასალის თემატიკის მიხედვით შექმნილი ათეულობით ელექტრონული რესურსიდან რამდენიმე, რომელთა გამოყენებითაც გაკვეთილები უფრო სახალისო და ეფექტური გახდა.
კოგნიტური გადაატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, გაკვეთილები ტარდება განსხვავებულ ფორმატში, პედაგოგთა ძალისხმევა მიმართულია ისეთი აქტივობების გამოყენებაზე, რაც ხელს უწყობს მასალის წარმატებულ ათვისებას. ასევე, სრულიად განსხვავებული მიდგომები დაინერგა, მშობლებთა თანამონაწილეობით, საშინაო დავალებების შესრულებისა და უკუკავშირის კუთხით.
კათედრის მასწავლებლებმა შეიმუშავეს და დანერგეს სტრატეგიები და პროექტები, რაც მოსწავლეებს ეხმარებათ პოზიტიური ემოციების გენერირებაში და რასაც პანდემიის პირობებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გასაკუთრებით დაწყებით კლასებში.
გვეამაყებით და გვეიმედებით, ჩვენო ძვირფასებო! გვინდა, რომ ყველას გავუზიაროთ თქვენი დაუღალავი შრომისა და შედეგების შესახებ!