🎉🎓 ჩვენი მე-12 კლასის მოსწავლეები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.
🤗გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მიღწევას და გისურვებთ წარმატებებს საერთაშორისო აკადემიურ გზაზე!
🎉🎓 ჩვენი მე-12 კლასის მოსწავლეები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ სწავლას.
🤗გილოცავთ ამ მნიშვნელოვან მიღწევას და გისურვებთ წარმატებებს საერთაშორისო აკადემიურ გზაზე!
🎉 წელს პირველად იტალიურ სკოლაში ჩატარდა იტალიურ ენაზე დაწერილი ლექსების კონკურსი „დიალოგი და მშვიდობა“, რომელშიც VIII-XI კლასების 28 მოსწავლე მონაწილეობდა. 📝
👉 კონკურსი სკოლის საერთაშორისო სექტორის ხელმძღვანელის, ლილიანა ნობილეს ინიციატივითა და იტალიის საელჩოს მხარდაჭერით განხორციელდა.
🎓 დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი მასიმილიანო დ’ანტუონო, რომელმაც ლექსების ავტორებს სიგელები გადასცა და ხუთი საუკეთესო ნამუშევრის ავტორი პრიზებით დააჯილდოვა. 🎖️
🥇 გამარჯვებულები:
I - ეკატერინე ჭიჭინაძე - Parlami senza ferire
II - ანი ჩხეტიანი - La Pace Crea Amore
III - ირაკლი ბერიძე - Una rima per la pace
IV - ელენე ჭაია - Un mondo di pace
V - სოფი მელუა - Memorie di pace
👏 ვულოცავთ გამარჯვებულებს და წარმატებებს ვუსურვებთ იტალიური პოეზიის სამყაროში!🌟
🌍 იტალიურ სკოლაში ეკო კლუბი გაიხსნა! 🌿
კლუბის პირველი ოფიციალური შეხვედრის ფარგლებში, სკოლას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის ყოფილი მინისტრი, ქალბატონი ნინო ჩხობაძე ეწვია.🌿
შეხვედრის თემა კლიმატის ცვლილებებს ეხებოდა.
ქალბატონმა ნინომ მოსწავლეებთან ისაუბრა ეკოლოგიური ცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე.
კლუბის მიზანია გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელება. ♻️✨
🎉 2 აპრილი – ჰანს ქრისტიან ანდერსენის დაბადების დღე და საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე!
📖 იტალიური სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა ეს დღე შემოქმედებითად აღნიშნეს.
🌟 I-II კლასელებს საბავშვო მწერალი თამარ ადამია ესტუმრა – მწერალმა პატარებს მათთვის საინტერესო კითხვებზე უპასუხა, შემდეგ კი რამდენიმე ზღაპარი წაუკითხა. ბავშვებმა ზღაპრებს საინტერესო გაგრძელებები მოუფიქრეს.
📖 III კლასელებმა წაკითხული წიგნების საყვარელი პერსონაჟები გაიხსენეს. III/1 კლასმა „კესანე“ წაიკითხა, გაგრძელება დაწერა და ნახატებით გააფორმა, III/2-მა კი ანდაზებზე დაფუძნებული ისტორიები შექმნა.
💙 ეს დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი და შთამაგონებელი აღმოჩნდა!
💡ნოე გულაშვილი წარმოგვიდგენს არდუინოს გამოყენებით აწყობილ გაზის დეტექტორს და შუქნიშანს, რომელიც მან და მისმა მეგობარმა საბამ ააწყეს.🛠️
🗓️ 21 მარტი, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა.
💙 🤗იტალიურ სკოლაში მოსწავლეებმა განსაკუთრებული აქტივობებით აღნიშნეს ეს დღე:
🎥 პედაგოგმა ბავშვებს უჩვენა ვიდეო მეგობრობისა და თანასწორობის მნიშვნელობაზე.
📚 მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები, რომლითაც გაუსვეს ხაზი საზოგადოების და თითოეული ადამიანის როლს თანასწორობის ჩამოყალიბებაში.
🧦 პატარებმა გააფერადეს და გამოჭრეს ჭრელი წინდები — სოლიდარობის ფერადი სიმბოლო.
🌍 ამ დღემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ყველა ადამიანი თანასწორია
და მხოლოდ მეგობრული, ემპათიური გარემო ქმნის სრულფასოვან და ძლიერ საზოგადოებას.
🤖 სკოლის მოსწავლეებმა mBot რობოტის მეშვეობით შექმნეს საინტერესო პროექტი, რომელიც პროცესების ავტომატიზაციის შესაძლებლობას იძლევა.
🧠✨პროექტში გამოყენებულია ხაზის გამყოლი სენსორი, Mblock-ის კოდები და ChatGPT-ის მხარდაჭერა, რაც ემბოტს საშუალებას აძლევს, ეფექტურად და სიზუსტით იმუშაოს. ⚙️
🌍 📚 იტალიური სკოლის ბიბლიოთეკაში ინგლისური ენის ლიტერატურული წრის (ხელმძღვანელი რუსიკო გამსახურდია) მე-6 კლასელებმა შოტლანდიის შესახებ საინტერესო პრეზენტაცია წარადგინეს.
✨მათ ისაუბრეს ქვეყნის ისტორიაზე, კულტურაზე, ლიტერატურასა და გმირებზე.
🔹 გაიხსენეს ჯ. კ. როულინგის შოტლანდიაში გავლილი გზები, რომელმაც “ჰარი პოტერი” შთააგონა.
💫 განსაკუთრებული მომენტები:
🎭 რობერტ ბერნსის პოეზიის გაცოცხლება და მისი ლექსების მოსმენა;
🎼 ანსამბლ “ორერას” შესრულებული “კაცი ვარ და ქუდი მხურავს”;
🏌️ შოტლანდია, როგორც „ვისკის სამშობლო“ და სენტ-ენდრიუსის ლეგენდარული გოლფის მოედნები.
📜 ყველა მონაწილეს გადაეცა ქების სიგელი, ხოლო მე-5 კლასელმა ანასტასია აფშილავამ ზღაპრის თარგმნისთვის განსაკუთრებული აღიარება დაიმსახურა.
💙 პრეზენტაცია შოტლანდიური სიმღერებით დასრულდა.
📍 იტალიური სკოლის პედაგოგები, რუსა გალდავა და თეა ბახტაძე, ADASIM ასოციაციის ფარგლებში ალბანეთს ეწვივნენ და ტირანას იტალიური სკოლა მოინახულეს.
ვიზიტი საინტერესო შეხვედრებითა და კულტურული გამოცდილებებით გამოირჩეოდა.
🔹 საქართველოს პრეზენტაცია – მოსწავლეები დიდი ინტერესით გაეცნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას და კულტურას. 🎤📖
🔹შეხვედრა სკოლის ხელმძღვანელობასთან – განხილული იყო საგანმანათლებლო პროცესი და არსებული გამოწვევები. 💡
🔹 ნეიროფსიქოლოგთან შეხვედრა – გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მნიშვნელოვანი დისკუსია განათლებასა და მოსწავლეთა განვითარებაზე. 🤝🧠
🔹 ტირანას ღირსშესანიშნაობები – პედაგოგებმა სკოლის დამფუძნებელთან ერთად მოინახულეს ისტორიული ადგილები, მათ შორის „House of Leaves“ მუზეუმი, სალვადორ დალის გამოფენა და ოპერის თეატრი. 🏛️
🌍 ვიზიტი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი პროფესიული კონტაქტების დამყარებას შეუწყობს ხელს.💡✨
გაიცანით ჩვენი გუნდის ახალი წევრი!
ლილიანა ნობილე–
იტალიის განათლების სამინისტროს მიერ შერჩეული, ჩვენი სკოლის საერთაშორისო სექტორის ხელმძღვანელი. იგი არის ფილოსოფიის დოქტორი და განათლების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგი.
განათლება პალერმოს უნივერსიტეტში მიიღო და თავისი ცოდნა მრავალ საერთაშორისო პროგრამაში მონაწილეობით გაამდიდრა. მისი სწავლების მეთოდები თანამედროვე, ინოვაციური და შთამაგონებელია.
ლილიანას მულტიკულტურული ხედვა და ინოვაციური მიდგომა იტალიური ენის სწავლას კიდევ უფრო საინტერესოს გახდის.
მენდელეევის პერიოდულობის ცხრილის საერთაშორისო დღე
VIII-X კლასის მოსწავლეებმა ქართულ, ინგლისურ და იტალიურ ენაზე საინტერესო პრეზენტაციებით აღნიშნეს ეს დღე.
ღონისძიება საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელობით გაიმართა.
მადლობა ჩვენს პედაგოგებს – რუსუდან ჯაფარიძეს, ცისია სუხიაშვილს, შორენა მერაბიშვილს და მაკა კაპანაძეს, ასევე ყველა მოსწავლეს აქტიური მონაწილეობისთვის.
ჩვენი პატარა მკითხველები, თინათინი და ნატალია, თანატოლებს ურჩევენ წაიკითხონ:
„წრიპა ბიჭის დღიური“- ჯეფ კინი
„ცნობილი ხუთეული“- ენი ბლაიტონი.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ჩვენს სკოლაში განსაკუთრებულად აღვნიშნეთ!
„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ –ამ სლოგანმა გააერთიანა ჩვენი მოსწავლეები.
დაწყებით კლასებში პატარებმა მასწავლებლებთან ერთად ზღაპრები და საყვარელი მოთხრობები წაიკითხეს, ხოლო მესამე კლასელებმა პატარა მეგობრებისთვის ვასო გულეურის „ჭიანჭველა და რწყილი“ როლებში გააცოცხლეს.
კვირეულის ფარგლებში მოსწავლეებმა შექმნეს ილუსტრაციები წაკითხული ნაწარმოებების მიხედვით, მესამეკლასელებმა კი თავიანთი შთაბეჭდილებები ჩანახატებად აქციეს.
„ერთი ლექსის თავგადასავალი“ – მოსწავლეებმა გააცოცხლეს ვაჟას, აკაკის, ილია ჭავჭავაძის, გალაკტიონის, გიორგი ლეონიძის და სხვა პოეტების უკვდავი ლექსები. მათ გაიაზრეს, რა ისტორიები იმალება საყვარელი სტრიქონების მიღმა და როგორი ძალა აქვს თითოეულ ლექსს.
ასეთმა შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ საჯაროდ კითხვა ცოდნას გვიზიარებს, წარმოსახვას აღვივებს და გვაერთიანებს!
ჩვენი მოსწავლეები იტალიის ქ. უდინეს მარინელის ლიცეუმში
6-14 მარტს ჩვენი სკოლის მოსწავლეები და პედაგოგი იტალიის ქალაქ უდინეს “ჯოვანი მარინელის” სახელობის ლიცეუმს ეწვივნენ სასწავლო გაცვლითი პროექტის ფარგლებში, სადაც უნიკალური საგანმანათლებლო და კულტურული გამოცდილებები მიიღეს!
მოსწავლეები ჩაერთვნენ მარინელის ლიცეუმის სასწავლო პროცესში.
მონაწილეობდნენ თეატრალურ წარმოდგენაში Zanon-ის აუდიტორიაში.
დაათვალიერეს იტალიის ისტორიული და კულტურული ქალაქები: ვენეცია, ტრიესტი, გორიცია და ჩივიდალე.
გაატარეს დრო იტალიელ თანატოლებთან და მასპინძელ ოჯახებთან.
ჩვენი მოსწავლეები ახალი ცოდნით და შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ!
განსაკუთრებული მადლობა მარინელის ლიცეუმს, მასწავლებლებსა და ორგანიზატორებს ამ შესაძლებლობისთვის!
ახლა კი ველოდებით იტალიელების საპასუხო ვიზიტს ჩვენს სკოლაში!
I nostri studenti in Italia: Liceo Marinelli di Udine.
Dal 6 al 14 marzo, gli studenti e gli insegnanti della nostra scuola hanno visitato il Liceo “Giovanni Marinelli” di Udine, in Italia, nell’ambito di un progetto di scambio educativo, durante il quale hanno vissuto esperienze educative e culturali uniche!
Gli studenti hanno partecipato attivamente al processo educativo presso il Liceo Marinelli.
Hanno assistito a uno spettacolo teatrale presso l'auditorium Zanon.
Hanno visitato città storiche e culturali italiane: Venezia, Trieste, Gorizia e Cividale.
Hanno trascorso del tempo con coetanei italiani e famiglie ospitanti.
I nostri studenti sono tornati con nuove conoscenze e impressioni!
Un ringraziamento speciale al Liceo Marinelli, agli insegnanti e agli organizzatori per questa opportunità!
Adesso aspettiamo con entusiasmo la visita di ritorno degli studenti italiani nella nostra scuola!
ჩვენი სკოლის VI, VII და VIII კლასელებისთვის გარემოს დაცვის და ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობაზე კომპანია „ტენეს“ წარმომადგენელმა საინტერესო შეხვედრა ჩაატარა.
„ტენე“ ქართული საწარმოა, რომელიც მეორადი ნარჩენებისგან USB კაბელებს აწარმოებს და გარემოს დაბინძურების შემცირებაზე ზრუნავს.
შეხვედრა მშობელთა კლუბის ინიციატივით გაიმართა და მოსწავლეებისთვის ინფორმატიული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.
მათემატიკის კათედრის კვირეული – „სამყარო ითვლის…”
IV1-IV2 კლასები
მოსწავლეებმა პროექტის ფარგლებში, „გეომეტრიული ფიგურები და საგზაო ნიშნები“, შექმნეს ციფრული პროექტები და სკოლის საგზაო ნიშნების აპლიკაციები – გამაფრთხილებელი და ამკრძალავი!
პედაგოგი: მანანა თოფურია
VI კლასები
ვიქტორინამ ოთხი გუნდი გააერთიანა მხიარული და ლოგიკური ამოცანებით. გამარჯვებულებმა თასი მოიპოვეს, ხოლო ყველა მონაწილე სიგელებით დაჯილდოვდა!
პედაგოგი: დაჩი ნანობაშვილი
V2 კლასი
მათემატიკური ჭიდილი – მოსწავლეებმა გუნდური მუშაობით ლოგიკური ამოცანები ამოხსნეს და პრეზენტაციები წარადგინეს.
პედაგოგი: ანა ნატროშვილი
VIII-XI კლასები
VIII კლასელებმა შექმნეს ინტერაქტიული რუკა.
X-XI კლასელებმა დაამზადეს ორწახნაგა კუთხის, მრავალწახნაგების და ბრუნვითი ფიგურების მაკეტები და ნამუშევრების გამოფენა მოაწყეს.
იტალიურ სკოლაში 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩატარდა შიდა სასკოლო გაეროს მოდელირება საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის თანამშრომლობით.
მოდელირება მოიცავდა UNHRC-ის - ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სამუშაო შეხვედრის სიმულაციას.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები, (მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები), განიხილავდნენ თემას: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.
ინტენსიური სამუშაო პროცესისა და დებატების შემდეგ, დელეგატებმა შექმნეს ალიანსები და დაიწყეს სარეზოლუციო პროექტზე მუშაობა.
საბოლოოდ 21 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი ხმით, კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია თემაზე: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.
ვულოცავთ პროექტის მონაწილეებს წარმატებულ საკომიტეტო სესიებს!
იტალიურ სკოლაში 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩატარდა შიდა სასკოლო გაეროს მოდელირება საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის თანამშრომლობით.
მოდელირება მოიცავდა UNHRC-ის - ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სამუშაო შეხვედრის სიმულაციას.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები, (მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები), განიხილავდნენ თემას: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.
ინტენსიური სამუშაო პროცესისა და დებატების შემდეგ, დელეგატებმა შექმნეს ალიანსები და დაიწყეს სარეზოლუციო პროექტზე მუშაობა.
საბოლოოდ 21 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი ხმით, კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია თემაზე: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.
ვულოცავთ პროექტის მონაწილეებს წარმატებულ საკომიტეტო სესიებს!
იტალიური სკოლა კვლავ ISO 9001:2015 სერტიფიკატის მფლობელია!
ISO (International Standardization Organization) სერტიფიკატი, რომელსაც ჩვენი სკოლა 2006 წლიდან ფლობს, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სტანდარტების მუდმივ შენარჩუნებას.
26-28 ნოემბერს, ბრიტანული საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Intertek კვლავ ესტუმრა სკოლას და განახორციელა ყოველწლიური აუდიტი.
აუდიტის მსვლელობისას შეფასდა:
• სამუშაო პროცესების ეფექტურობა
• დასაქმებული კადრების კვალიფიკაცია
• აღჭურვილობა
• სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ნორმები
• უსაფრთხოების წესების დაცვა.
ჩვენი სკოლა აქტიურად ზრუნავს ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, რათა უზრუნველყოს სწავლების და მართვის მაღალი სტანდარტები.
ვულოცავთ სასკოლო საზოგადოებას გარე აუდიტორული შემოწმების უხარვეზოდ გავლას!
იტალიურ სკოლაში 30 ნოემბერსა და 1 დეკემბერს ჩატარდა შიდა სასკოლო გაეროს მოდელირება საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაციის თანამშრომლობით.
მოდელირება მოიცავდა UNHRC-ის - ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს სამუშაო შეხვედრის სიმულაციას.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეები, (მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები), განიხილავდნენ თემას: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.
ინტენსიური სამუშაო პროცესისა და დებატების შემდეგ, დელეგატებმა შექმნეს ალიანსები და დაიწყეს სარეზოლუციო პროექტზე მუშაობა.
საბოლოოდ 21 მომხრე არც ერთი წინააღმდეგი ხმით, კომიტეტმა დაამტკიცა რეზოლუცია თემაზე: “სიტყვის თავისუფლების დაცვა ციფრულ ეპოქაში”.
ვულოცავთ პროექტის მონაწილეებს წარმატებულ საკომიტეტო სესიებს!
ვებ-გვერდის განახლების თარიღი - 05/12/2024
Powered by aSc EduPage