იტალიურ სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლისთვის მობილობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება!
გისურვებთ წარმატებას სწორი არჩევანის გზაზე!
იტალიურ სკოლაში 2025-2026 სასწავლო წლისთვის მობილობის მსურველთა რეგისტრაცია გრძელდება!
გისურვებთ წარმატებას სწორი არჩევანის გზაზე!
იტალიური სკოლა — განათლება, რომელიც მომავალს ემსახურება.
პროექტი: რატომ უნდა ვისწავლოთ „მე და საზოგადოება“?
დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა (IV1 – IV2 კლ.) შექმნეს წიგნები და ასე გამოხატეს სიყვარული საგნის მიმართ.
პროექტი მიზნად ისახავდა საგნის – „მე და საზოგადოება“ – პოპულარიზაციას თანატოლებში.
მან ხელი შეუწყო მოტივაციის ამაღლებასა და საგნობრივი უნარების გამოვლენას.
ელჩის, ADASIM-ის დირექტორის მილოცვა და კურსდამთავრებულთა ემოციები ცერემონიიდან.
წარმატება, რომელიც შრომით და სიყვარულით მოვიდა.
იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ბატონმა მასიმილიანო დ’ანტუონო, საერთაშორისო სექტორის კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულება მიულოცა და იტალიის სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომები გადასცა.
ცერემონიალს ასევე ესწრებოდნენ ADASIM-ის გენერალური დირექტორი ემილიო ლუცი, რომელიც სპეციალურად ჩამოფრინდა რომიდან ღონისძიებაზე დასასწრებად და საქართველოს კოორდინატორი ალესანდრო სალლაკონე.
ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს და წარმატებებს ვუსურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე!
სათაური:
2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო პროექტის - „წიგნიერება და ღირებულებები“ - დახურვა და შემაჯამებელი მოსწავლეთა კონფერენცია „ტაო-კლარჯეთი -ჩვენი წილი მემკვიდრეობა“
12 ივნისს იტალიურ სკოლაში გაიმართა 2024-2025 სასწავლო წლის სასკოლო პროექტის - „წიგნიერება და ღირებულებები“ - შემაჯამებელი შეხვედრა სკოლის მეთოდლაბორატორიის ჩართულობით (პროექტის ხელმძღვანელი : მ.ფირჩხაძე).
პროექტი მიზანად ისახავდა მოსწავლეებში წიგნიერების უნარების განვითარებას, ღირებულებებზე დაფუძნებული დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას (სკოლის ყველა საფეხურისთვის) და ამ კონტექსტში ტაო-კლარჯეთის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ ინტერესის გაღვივებას (V-XII კლ).
პროექტი ინტერდისციპლინარული ხასიათის იყო და მასში ჩართული იყო იტალიური სკოლის ყველა კათედრა და კლასი.
მოსწავლეებმა მრავალფეროვნად იმუშავეს:
პროექტის დასკვნით ეტაპზე გაიმართა მოსწავლეთა კონფერენციაც. მოსწავლეებმა წარადგინეს თავიანთი კვლევითი და სხვადასხვა შემოქმედებითი ხასიათის ნამუშევრები:
ინტერაქტიური რუკის ლინკი:
https://www.zeemaps.com/view?group=6755316&x=33.788849&y=32.362193&z=14
https://www.youtube.com/watch?v=0D0Ja06YuKA
ფეისბუკის პოსტი პროექტის ერთ-ერთი ეტაპის შესახებ:
https://www.facebook.com/share/p/1AsshQnKWp/
აქტიურად იმუშავეს მოსწავლეებმა: დ. ცეხლაძემ, ნ. ბრეგაძემ, ტ. კახიანმა (X კლ), ბ.პაიჭაძე (VII კლ), ნ.ჭინჭარაძე, ს. მელუა, ქ.გოროზია, ი.გვერდწითელი, თ. თანიაშვილი, ი. მეძმარიაშვილი, ნ. კერესელიძე, ს.ნადირაძე, ნ.ქავთარაძე, ე. გოგუაძე, ა. ღუღინიშვილი (IX კლ.), ე.ჭიჭინაძე (XI კლ) და მასწავლებლებმა შორენა მერაბიშვილი, თიკა გოგიძე, ქეთი მიშველაძე, ქეთი სიხარულიძე, ნატა მიჩინაშვილი.
ელექტრონული და ხელნაკეთი წიგნის ლინკები:
https://online.fliphtml5.com/hrfzq/wsbo/#p=1
https://drive.google.com/drive/folders/1EeG6t_AxalpLVWUsYQgRbedX_PmO5MLu?usp=drive_link
https://drive.google.com/drive/folders/1XzPs3fJKs-RTRxm04hlfZwYQD87AzWYt?usp=drive_link
იხ.ლინკი:
https://drive.google.com/drive/folders/1A310FPrA4-6Dyjh9bM2nR6sOuDZz4c4G?usp=drive_link
საკონფერენციო სივრცეში გამოიფინა მოსწავლეთა მიერ კათედრებზე შექნილი პოსტერები, კედლის გაზეთები და სხვადასხვა სახის საპრეზენტაციო მასალები (პედაგოგები: მ.მეტრეველი, ც.სუხიაშვილი, მ.ხაჭაპურიძე, ნ. ვაჩიბერიძე, ი. მ. მეტრეველი, მ. ალავიძე, ი.კახიანი, ი.თეთრაძე, მ.მეთეფშიშვილი, ნ.კაკიშვილი), რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში ზოგადად წიგნიერების უნარების ამაღლებას და ღირებულებით განათლებას.
პროექტი წარმატებით განხორციელდა და გახდა სკოლაში სამოქალაქო განათლების, კულტურული კვლევის და წიგნიერების ინტეგრირებული მოდელი.
შეხვედრის დასასრულს სკოლის დირექტორმა მაია ლაგვილავამ პროექტის აქტიურ და წარმატებულ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადასცა.
პროექტის შესახებ იხ. ლინკი: https://online.fliphtml5.com/pbcis/ggtq/#p=1
სიმონა კავალარი — ლეგენდარული იტალიური სერიალის „რვაფეხა“ (La Piovra) მსახიობი, სტუმრად იტალიურ სკოლაში!
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს ფრაგმენტი მისი ერთ-ერთი სპექტაკლიდან — შესრულებამ მსახიობში ძლიერი ემოცია გამოიწვია, ცრემლებიც არ დაუმალავს.
საუბარი კინოს, შემოქმედებასა და პროფესიულ გზას შეეხო — შეხვედრა, რომელიც მოსწავლეებისთვის ნამდვილად ხანგრძლივ მოგონებად დარჩება.
🏀 კალათბურთში ამხანაგური თამაში გაიმართა იტალიური და ნიუტონის სკოლის მოსწავლეებს შორის.
🙌 გაიმარჯვა იტალიური სკოლის გუნდმა ანგარიშით 91:56.
💙 ვულოცავთ გამარჯვებულებს და სპორტის პედაგოგს, გიორგი სილაგავას.
ჩვენი პატარა მკითხველი, ანასტასია აბშილავა, თანატოლებს ურჩევს წაიკითხონ:
იუთუბ ლინკი :
📖 მარიამ წიკლაური – სტუმრად იტალიურ სკოლაში
დაწყებითი საფეხურის IV–VI კლასის მოსწავლეებისთვის გაიმართა შეხვედრა საბავშვო მწერალ მარიამ წიკლაურთან.
💬 მოსწავლეებმა ავტორს წაუკითხეს მისი ლექსები და აქტიურად ჩაერთვნენ პოეზიის განხილვაში.
✍️ მწერალმა წარადგინა თავისი შემოქმედება, წაიკითხა იაპონური პოეზიის თარგმანები და სტრიქონების შინაარსზე მოსწავლეებთან ერთად იმსჯელა.
🌍 შეხვედრაზე ისაუბრა შვედეთში ვიზიტსა და ასტრიდ ლინდგრენის პრემიის ნომინაციასთან დაკავშირებულ გამოცდილებაზე.
📖 სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა ლექსების კრებული, ხოლო მოსწავლეებმა მიიღეს ავტოგრაფები და ზაფხულისთვის რეკომენდებული წიგნების სია.
🙏 მადლობა მწერალს საინტერესო შეხვედრისთვის და ყველა მონაწილეს აქტიური ჩართულობისთვის.
სპორტის გაკვეთილი კიკვიძის პარკში —
მეორე კლასის მოსწავლეები ქართულ ტრადიციულ თამაშებს გაეცნენ და გუნდურად ითამაშეს.
იტალიურ სკოლაში, ფსიქოლოგთა ჩართულობით, გაიმართა ბულინგის პრევენციისადმი მიძღვნილი კვირეული. მოსწავლეებმა იმსჯელეს ბულინგის არსზე, გამომწვევ მიზეზებსა და მის შედეგებზე.
წარმოდგენილი იყო პრეზენტაცია ბულინგის ფორმებსა და პრევენციის ეფექტურ მეთოდებზე.
ინსცენირებების გზით მოსწავლეებმა რეალური სიტუაციები გააცოცხლეს — რამაც თემის ღრმად გააზრებასა და ემპათიის განვითარებას ხელი შეუწყო.
იტალიურ სკოლაში XII კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ გაისმა — დღე, რომელიც ერთ მნიშვნელოვან და ემოციურ ეტაპს ამთავრებს და მომავალს უხსნის კარს.
ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს სკოლის დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებულ გზას, სავსე საინტერესო ნაბიჯებითა და ბედნიერი მომავლით.
ვიდეო: http://bit.ly/3GYlXxM
„ტაო-კლარჯეთი – ჩემი წილი მემკვიდრეობა“
უცხო ენათა კათედრაზე გაიმართა პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება თემაზე „ტაო-კლარჯეთი – ჩემი წილი მემკვიდრეობა“.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს ინგლისურ, იტალიურ და გერმანულ ენებზე შექმნილი ციფრული მასალები – აუდიო და ვიდეო ბლოგები, ასევე აუდიო რუკა, რომელშიც მათი ნამუშევრებია თავმოყრილი.
ვიდეოს ნახვა შეგიძლიათ სკოლის YouTube არხზე:
რუკის ნახვა შეგიძლიათ ბმულზე:
🛬 Marinelli ლიცეუმის საპასუხო ვიზიტი თბილისში!
ქ. უდინეს “ჯოვანი მარინელის” ლიცეუმის მოსწავლეები და პედაგოგი თბილისის იტალიურ სკოლას ეწვივნენ - სასწავლო გაცვლითი პროექტის ფარგლებში.
ვიზიტი მოიცავდა:
🔹 ჩართვას სასწავლო პროცესში
🔹 მონაწილეობას ცეკვის, ხატვის, თიხის მასტერკლასებსა და სპორტულ აქტივობებში, ასევე ექსპერიმენტებში, რობოტექნიკის და ისტ-ის გაკვეთილებში.
🔹 თბილისის, ეროვნული და ეთნოგრაფიული მუზეუმების, მცხეთის, გორისა და უფლისციხის მონახულებას
🔹 თოჯინების შექმნასა და თიხის ნაკეთობების დამზადებას სკოლაში
✨ ვიზიტი დასრულდა თბილი დამშვიდობებით და მოსწავლეთა მიერ მოწყობილი მინი-კონცერტით!
🙏 მადლობა მასპინძელ ოჯახებს და მთელ სასკოლო საზოგადოებას გულთბილი მიღებისთვის!
Liceo Scientifico G.Marinelli Udine
Gli studenti e un insegnante del Liceo “Giovanni Marinelli” di Udine hanno visitato la Scuola Italiana di Tbilisi nell’ambito di un progetto di scambio didattico.
La visita comprendeva:
Coinvolgimento nel processo di apprendimento
Partecipazione a masterclass di danza, disegno, modellazione dell’argilla, esperimenti, robotica e lezioni IST
Visite a Tbilisi, ai musei Nazionale ed Etnografico, a Mtskheta, Gori e Uplistsikhe
Creazione di burattini e lavorazione dell’argilla a scuola
La visita si è conclusa con un caloroso saluto e un mini-concerto organizzato dagli studenti!
Grazie alle famiglie ospitanti e a tutta la comunità scolastica per la calorosa accoglienza!
📌 იტალიური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს.
🏛️ ბავშვები აღფრთოვანებით ათვალიერებდნენ მხატვრის ინტერიერს და ნივთებს, რომლებიც მის ყოველდღიურობასა და შემოქმედებით სამყაროს ასახავდა. ინტერესით უსვამდნენ კითხვებს მუზეუმის წარმომადგენელს და ყურადღებით ისმენდნენ ისტორიებს.
🎼 ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეებმა პოეზიის მინი-საღამო მოაწყვეს.
🎹 მეხუთე კლასის მოსწავლემ, თეკლა სანიკიძემ, ხელმძღვანელის ნებართვით, ისტორიულ როიალზე დაუკრა, ინსტრუმენტზე, რომელზეც წლების წინ ცნობილი უცხოელი და ქართველი ხელოვანები უკრავდნენ.
✨ ვიზიტმა ბავშვებში გააღვიძა შემოქმედებითი მუხტი, კულტურული ინტერესი და ისტორიისადმი სიყვარული. შეხვედრა მათთვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი და ემოციური აღმოჩნდა.
პირველი ადგილი ინტელექტუალურ თამაშში!
ეროვნულ სასახლეში გამართულ ინტელექტუალურ შეჯიბრში — მათემატიკის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ფინანსური განათლების მიმართულებით — ჩვენი სკოლის გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა!🌟
👏ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვამაყობთ მათი წარმატებით:
ნიკოლოზ საღირაშვილი
ხატია კუკავა
მართა არველაძე
ანასტასია ჭიჭინაძე
თაზო დეკანოიძე
მათე ვაჩეიშვილი
მანანა თოფურია- მასწავლებელი, არა მხოლოდ ბრწყინვალე პროფესიონალი, არამედ დიდი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყოველი დღე განსაკუთრებული გახადოს. ✨
ის არის სწავლის უდიდესი ინსპირაცია, რომელიც ყოველთვის აძლევს ბავშვებს ახალ შესაძლებლობებს და აღძრავს მათში სწავლის სურვილს.
📚 უკვე 15 წელია იტალიური სკოლის დიდი ოჯახის წევრია.
მისი პედაგოგიური გზა სკოლაში პროექტით დაიწყო, რომელიც მალევე პროფესიულ საქმიანობად იქცა.
„2007 წელს დავიწყე პედაგოგობა. იმ პერიოდში განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობდა — ეროვნული გამოცდები, სტრუქტურული ცვლილებები… ამ პროცესებმა მოტივაცია მომცა, გადამედგა პირველი ნაბიჯები სკოლაში.
პირველი პროექტი მშობლის სტატუსით ჩავატარე — ‘ირმის ნახტომი’, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი პროფესიული არჩევანი.“
❓ რა გიყვართ ყველაზე მეტად თქვენს საქმიანობაში?
„ჩემი გაკვეთილები ყოველთვის ცოცხალია და მრავალფეროვანი. ყველაზე ძვირფასი კი ის მომენტია, როცა მოსწავლე რაღაც ახლის აღმოჩენას ცდილობს — ეს ემოცია მუდმივად მაძლევს მოტივაციას.“
💡 როგორ უწყობთ ხელს მოტივაციას მათემატიკის სწავლისას?
დღესდღეობით, მოტივაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ტექნოლოგიებისა და ინტერესების მრავალფეროვნებამ ეს კიდევ უფრო გაამძაფრა. სწორედ ამიტომ ვცდილობ, გაკვეთილები ინტერაქტიული და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული იყოს. ჩემი მიზანია მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარება, რაც მათემატიკასთან კავშირს მეტად ამყარებს.“
რას ურჩევდით მომავალ პედაგოგებს?
,,აირჩიონ ეს პროფესია მხოლოდ მაშინ, როცა მზად იქნებიან პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ბავშვებთან მუშაობას ახლავს. პედაგოგობა ცოდნაზე მეტია — ეს არის ემოციური ჩართულობა, დაკვირვება და მუდმივი მზადყოფნა ცვლილებისთვის. თუ გიყვარს, რასაც აკეთებ, გზაც და შედეგიც ფასეული ხდება.“
და კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი პლანეტის სიყვარული და დაცვა. 💚
ინტეგრირებული აქტივობა ინგლისური ენისა და მუსიკის მასწავლებლების კოლაბორაციით განხორციელდა.
📚 I კლასის მოსწავლეებმა (პედ. მაკა მეთეფშიშვილი) ლიტერატურული კომპოზიციით – „ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ“ – კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქართული ენის სიდიადესა და მნიშვნელობას.
✍️ სკოლაში მოწვეულმა კალიგრაფისტმა რუსუდან ხორბალაძემ II და III კლასის მოსწავლეებთან ჩაატარა კალიგრაფიის მასტერკლასი.
ბავშვებმა შექმნეს კალიგრამები და საზეიმოდ მიიღეს სერტიფიკატები.
📖 II კლასის (პედ. ნინო კაკიაშვილი) მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამზადეს ქართული ანბანის დიდი წიგნი.
📝 III კლასმა (პედ. ინგა კახიძე) სლოგანით „არა ბარბარიზმებს“ უმცროსკლასელებისთვის შექმნა თვალსაჩინო მასალა.
✒️ ყველა დაწყებით კლასში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებსაც სიგელები გადაეცემათ.
ვებ-გვერდის განახლების თარიღი - 09/09/25
Powered by aSc EduPage