სიახლეები

          • იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე

          • ✨ ჩვენი სკოლის დაწყებით კლასებში აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღე — დიდი ქართველი პედაგოგის, საბავშვო მწერლისა და „დედაენის“ ავტორის. 🇬🇪📖

            მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობებით პატივი მიაგეს დიდ მასწავლებელს:

            🎨 I-1 კლასი (პედ. ინგა კახიძე): ნახეს ილუსტრირებული ზღაპარი „ლეგენდა იაზე“, მარცვლების დათვლით გამოიცნეს იასთან დაკავშირებული სიტყვები, მოისმინეს ზღაპარი და დახატეს ეპიზოდები.

            🐭 I-2 კლასი (პედ. ინგა თეთრაძე): მოისმინეს მოთხრობები, უყურეს ფილმს „ლომი და თაგვი“ და შექმნეს საყვარელი ეპიზოდების ილუსტრაციები.

            🎭 II-1 კლასი (პედ. ნანა ვაჩიბერიძე): გააცოცხლეს ნაწარმოებები ინსცენირებებით — წარუდგინეს თანაკლასელებს და პირველკლასელებს.

            🗒️ II-2 კლასი (პედ. მაკა მეთეფშიშვილი): მოთხრობების მიხედვით შექმნეს კომიქსები.

            💫 დღე ერთდროულად შემოქმედებითიც იყო და შემეცნებითიც — მოსწავლეებმა უკეთ გაიცნეს ქართველი პედაგოგის უდიდესი წვლილი საბავშვო ლიტერატურის განვითარებაში.

            🇬🇪 Celebrazioni in onore di Iakob Gogebashvili

            In occasione dell’anniversario della nascita di Iakob Gogebashvili, illustre pedagogo e scrittore per l’infanzia georgiano, nonché autore del celebre manuale per la prima classe della scuola elementare “Dedaena” (Lingua madre), le classi elementari della nostra scuola hanno dedicato una giornata speciale di studio e celebrazione in suo onore.

            Gli studenti hanno reso omaggio alla figura del grande maestro attraverso una serie di attività stimolanti e creative:

            * Classe I-1 (Ins. Inga Kakhidze): I bambini hanno esplorato la fiaba illustrata "La leggenda su Ia", impegnandosi in giochi di riconoscimento delle parole, ascoltando la favola e raffigurando gli episodi attraverso il disegno.

             * Classe I-2 (Ins. Inga Tetradze): L'attività si è concentrata sull'ascolto di storie selezionate. Gli alunni hanno poi visionato il film "Il leone e il topo" e creato illustrazioni originali ispirate ai loro momenti preferiti.

             * Classe II-1 (Ins. Nana Vachiberidze): Gli studenti hanno dato vita alle opere di Gogebashvili attraverso coinvolgenti rappresentazioni teatrali presentandole con entusiasmo ai loro compagni di classe e agli alunni di prima elementare.

             * Classe II-2 (Ins. Maka Metephshishvili): La classe ha lavorato alla creazione di fumetti interamente basati sulle trame delle storie.

            💫 Conclusione

            La giornata si è rivelata un'occasione preziosa, unendo creatività e apprendimento. Le iniziative hanno permesso agli studenti di approfondire la conoscenza del fondamentale contributo che il pedagogo georgiano ha offerto allo sviluppo della letteratura per l'infanzia.

          • „ნატოს ახალგაზრდული სამიტი 2025“

          • სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის აკადემიური ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში: „ნატოს ახალგაზრდული სამიტი 2025“. 🌍

            მოსწავლეების განმარტებით, საკომიტეტო მუშაობა იყო საინტერესო, ნაყოფიერი და ინტერაქციული.

             ისინი გადანაწილებულნი იყვნენ NATO-ს მოდელირების შემდეგ კომიტეტებში:

             🔹 ჩრდილოატლანტიკური საბჭო (NAC)

             🔹 სამხედრო კომიტეტი (MC)

             🔹 კიბერუსაფრთხოების კომიტეტი

             🔹 NATO-სა და საქართველოს კომისია

            🎯 ნატოს ახალგაზრდულ სამიტში ჩართვა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გაიღრმავონ ცოდნა საერთაშორისო უსაფრთხოების, თანამშრომლობის, მშვიდობის შენარჩუნებისა და ახალგაზრდობის როლის შესახებ თანამედროვე სამყაროში. ასევე, განივითარონ ლიდერული უნარები და თავისი წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი განვითარების პროცესებში.

            Gli studenti del nono anno della scuola hanno partecipato al progetto "Vertice della Gioventù NATO 2025", organizzato dal Centro Accademico Europeo (European Academic Center). 🌍

            Secondo gli studenti, i lavori dei comitati sono stati interessanti, produttivi e interattivi.

            Sono stati suddivisi nei seguenti comitati di simulazione della NATO:

            🔹 Consiglio Nord Atlantico (NAC)

            🔹 Comitato Militare (MC)

            🔹 Comitato per la Cyber-Sicurezza

            🔹 Commissione NATO-Georgia

            🎯 La partecipazione al Vertice della Gioventù NATO offre agli studenti l'opportunità di approfondire le proprie conoscenze in materia di sicurezza internazionale, cooperazione, mantenimento della pace e ruolo dei giovani nel mondo moderno. Inoltre, permette loro di sviluppare capacità di leadership e di contribuire attivamente ai processi di sviluppo sociale.

          • გაეროს როლი საერთაშორისო თანამშრომლობაში

          • 🇺🇳 საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატთა კლუბის მიწვევით, სკოლის მოსწავლეთა კლუბის ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა  გაეროს როლს საერთაშორისო თანამშრომლობაში, მშვიდობის შენარჩუნებასა და  მდგრადი განვითარების ხელშეწყობაში.  

            🎙️ შეხვედრას უძღვებოდა დავით ესათია — საქართველოს ახალგაზრდობის  ყოფილი წარმომადგენელი გაეროში.

            მან მოსწავლეებს გაუზიარა საკუთარი საერთაშორისო გამოცდილება და ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას გლობალურ პროცესებში.

            📘 მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია კარიერული შესაძლებლობების შესახებ საერთაშორისო ორგანიზაციებში.

            💬 შეხვედრის მეორე ნახევარი დისკუსიისა და კითხვა- პასუხის რეჟიმში წარიმართა, რამაც  მოსწავლეებს მათთვის სასურველი კითხვების დასმისა და საინტერესო პასუხების მიღების  შესაძლებლობა მისცა.

            🇺🇳 durante l’incontro dei giovani Diplomatici Club della Georgia, i leader del club studentesco della scuola hanno partecipato ad un’ evento dedicato al ruolo dell’ organizzazione delle Nazioni Unite nel mantenimento della pace e nello sviluppo sostenibile.

            🎙️ L'incontro è stato guidato da Davit Esathia, ex rappresentante dei giovani georgiani presso l’organizzazione delle Nazioni Unite.

            Il quale ha condiviso la sua esperienza internazionale con gli studenti e ha parlato delle opportunità che promuovono il coinvolgimento dei giovani nei processi globali.

            📘 I partecipanti hanno anche ricevuto informazioni sulle opportunità di carriera nelle organizzazioni internazionali.

            💬 La seconda parte dell'incontro si è svolta in modalità discussione e domande e risposte, dando agli studenti l'opportunità di porre le loro domande preferite e ricevere risposte interessanti.

          • ADASIM პროექტი — „იტალიური სახეები მუსიკაში“

          • 🇮🇹 ADASIM პროექტი — „იტალიური სახეები მუსიკაში“

            დასრულდა ADASIM-ის საერთაშორისო პროექტის: “Gente di Scuola”-ს ფარგლებში, სკოლის მიერ წარდგენილი ქვეპროექტის — “იტალიური სახეები მუსიკაში”, პირველი ეტაპი. 🎶

            24-29 ოქტომბერს, იტალიურმა სკოლამ უმასპინძლა ათენისა (საბერძნეთი) და ბაქოს (აზერბაიჯანი) იტალიური სკოლების პედაგოგებს, რომლებმაც იტალიური კათედრის მასწავლებლებთან ერთად აქტიურად მიიღეს მონაწილეობა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებში.

            📚 სკოლის ფსიქოლოგმა სტუმრებისა და სკოლის მასწავლებლებისთვის წარადგინდა პრეზენტაცია  თემაზე — „მუსიკის როლი სასწავლო პროცესში“

            🎤 სტუმრების აქტიური მონაწილეობით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია და იტალიური ენის გაკვეთილები სხვადასხვა კლასებში.

            საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები საყვარელ იტალიელ მომღერლებზე და მათი სიმღერების გავლენაზე ენის შესწავლის პროცესში,

            📖 ვიზიტის დასასრულს, დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა , სტუმრებისთვის მოაწყვეს მინი-კონცერტი ქართული ცეკვებითა და იტალიური სიმღერებით.

            Si è conclusa con successo la prima fase del progetto: “Icone italiane in musica”, presentato dalla nostra scuola nell’ambito dell’iniziativa internazionale ADASIM “Gente di Scuola”.

            Dal 24 al 29 ottobre, la Scuola Italiana di Tbilisi ha ospitato gli insegnanti delle scuole italiane di Atene (Grecia) e Baku (Azerbaigian), che, insieme ai docenti della Cattedra di Italiano della scuola, hanno partecipato attivamente a numerose attività didattiche e culturali.

            📚 Lo psicologo scolastico ha tenuto una presentazione dedicata al tema “Il ruolo della musica nel processo educativo”, rivolta agli insegnanti e agli ospiti della scuola.

            🎤 Si sono inoltre svolte una conferenza internazionale e lezioni di lingua italiana in diverse classi, con la partecipazione diretta dei docenti ospiti.

            Gli studenti della scuola secondaria di primo grado hanno presentato i loro cantanti italiani preferiti, illustrando come la musica contribuisca all’apprendimento della lingua.

            La visita si è conclusa con un mini-concerto organizzato dagli alunni della scuola primaria e secondaria, che hanno offerto agli ospiti uno spettacolo di danze georgiane e canzoni italiane, in un clima di entusiasmo e autentica amicizia interculturale. 🇮🇹🇬🇪

          • იტალიურ სკოლაში STEAM სწავლების ხელშესაწყობად ხორციელდება პროექტი „მოსწავლეები მოსწავლეებისთვის“

          • 🎯 იტალიურ სკოლაში STEAM სწავლების ხელშესაწყობად ხორციელდება პროექტი „მოსწავლეები მოსწავლეებისთვის“ — რომლის მიზანია უფროსკლასელებმა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება გაუზიარონ უმცროსებს.

            👩‍🏫 უფროსკლასელები ერთი დღით მენტორებად იქცნენ და III-II კლასის მოსწავლეებს ჩაუტარეს საინტერესო ვორქშოპი რობოტიკისა და ვიზუალური პროგრამირების მიმართულებით.

            🤖მოსწავლეებმა გაიცნეს mBot რობოტი, ისწავლეს მისი დაპროგრამება და შექმნეს სპეცდანიშნულების მანქანების მოდელები — პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო.

            💻 პატარებმა ასევე იმუშავეს Scratch-ის გარემო და ფუნქციები, მენტორებთან ერთად შექმნეს ანიმაციები და დაეუფლნენ ახალ ტექნიკებს.

            პროექტი მოსწავლეებისთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა და შესაბამისად გაგრძელდება სასწავლო წლის განმავლობაში.

            🎯 Per promuovere l’educazione STEAM, la scuola italiana ha avviato il progetto “Studenti per Studenti”, il cui obiettivo è permettere agli studenti dell’ultimo anno di condividere conoscenze ed esperienze con i più giovani.

            👩‍🏫 Gli studenti dell’ultimo anno hanno svolto il ruolo di mentori per un giorno, conducendo un coinvolgente workshop di robotica e programmazione visuale rivolto agli alunni di seconda e terza elementare.

            I partecipanti hanno avuto l’opportunità di familiarizzare con il robot mBot, imparando a programmarlo e a costruire modelli di veicoli speciali, come auto della polizia, mezzi dei vigili del fuoco e ambulanze.

            Inoltre, i bambini hanno sperimentato l’ambiente Scratch, creando animazioni insieme ai loro mentori e acquisendo nuove competenze digitali.

            Il progetto si è rivelato estremamente stimolante per gli studenti e proseguirà per tutto l’anno scolastico.

          • საერთაშორისო კონფერენცია- ვიდეო

          • 🎶 26 ოქტომბერს, იტალიურ სკოლაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე “იტალიური სიმღერის როლი იტალიური ენის სწავლებაში”🇮🇹

            კონფერენცია მოეწყო ADASIM -ის 2025 წლის პროექტის — „Gente di Scuola“ ფარგლებში. ღონისძიების თანაორგანიზატორი გახლდათ ქართულ იტალიური განათლების ცენტრი ,,მინერვა”.

            კონფერენციის სტუმრებსა და მონაწილეებს მიესალმნენ სკოლის დირექტორი, ქაბატონი მაია ლაგვილავა, საქართველოში იტალიის საელჩოს განათლების ატაშე ქ-ნი სილვანა ბორიელლო, ,,მინერვას”ს თანაპრეზიდენტი ჯოვანი ჯიაკომანტონიო და დისტანციურად, ვიდეო მიმართვით ADASIM-ის გენერალური დირექტორი ემილიო ლუცი.

            🤝 კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც საქართველოს, ასევე, ათენის (საბერძნეთი), ტირანას (ალბანეთი), ბაქოს (აზერბაიჯანი) იტალიური სკოლების პედაგოგები.

            📜 კონფერენციის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს იტალიურ სკოლასა და ქართულ–იტალიურ განათლების ცენტრ „მინერვას“ შორის.

            📖 კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები გამოქვეყნდება ორგანიზატორების ვებსაიტებზე ერთობლივი კრებულის სახით.

            Il 26 ottobre, presso la Scuola Italiana di Tbilisi “Tsiskari”, si è svolta una conferenza di grande rilievo dedicata all’insegnamento della lingua italiana attraverso la musica, con particolare attenzione all’uso delle canzoni italiane come strumento didattico.

            L’evento è stato organizzato in collaborazione con il Polo per l’Istruzione Minerva in Georgia, nell’ambito del progetto 2025 “Gente di Scuola”, promosso da ADASIM (Associazione delle Scuole Italiane nel Mondo / Fondazione Dante Alighieri Scuole Italiane nel Mondo), un’iniziativa volta a promuovere la diffusione e la qualità dell’insegnamento della lingua italiana all’estero.

            Gli ospiti e i partecipanti alla conferenza sono stati accolti dalla preside della scuola, Maia Lagvilava, dall’addetta all’Istruzione dell’Ambasciata Italiana in Georgia, Silvana Borriello, e dal co-presidente di Minerva, Giovanni Giacomantonio. Il Direttore Generale di ADASIM, Emilio Luzi, ha rivolto un saluto ai presenti attraverso un videomessaggio.

             Alla conferenza hanno partecipato le scuole italiane di Atene (Grecia), Tirana (Albania), Baku (Azerbaigian) e Tbilisi (Georgia). Le relazioni presentate hanno suscitato grande interesse e apprezzamento da parte del pubblico.

            📜 Al termine della conferenza è stato firmato un memorandum di cooperazione tra la Scuola Italiana di Tbilisi “Tsiskari” e il Centro Educativo Italo-Georgiano “Minerva”, con l’obiettivo di rafforzare ulteriormente la collaborazione nel campo dell’insegnamento della lingua e della cultura italiana in Georgia.

            Infine, tutti i partecipanti hanno ricevuto un certificato di partecipazione.

            Tutti i contributi saranno raccolti in un volume e pubblicati sui siti web ufficiali degli organizzatori.

          • საერთაშორისო კონფერენცია

          • 📢 საერთაშორისო კონფერენცია იტალიურ სკოლაში.

            გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ საერთაშორისო კონფერენციაზე - „იტალიური მუსიკის გავლენა იტალიური ენის სწავლებაში“, რომელიც გაიმართება 2025 წლის 26 ოქტომბერს.

            კონფერენციის ორგანიზატორი: იტალიური სკოლა.

            თანაორგანიზატორები:

            1. ADASIM (Fondazione Dante Aliglieri Scuole Italiane nel Mondo) - მსოფლიოს იტალიური სკოლების დანტე ალიგიერის ფონდი

            2. ქართულ იტალიური განათლების ცენტრი „მინერვა“ (Polo per Listruzione Minerva)

            კონფერენციის სამუშაო ენა - იტალიური.

            🗓️ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 24 ოქტომბერი

            დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/5bYttYzh5JKBepjc8

            Conferenza Internazionale

            Siamo onorati di invitarvi alla Conferenza Internazionale intitolata «L’influenza della musica italiana nello studio della lingua italiana», che si terrà il 26 ottobre 2025 presso la Scuola Italiana.

            Organizzatore della conferenza

            • Scuola Italiana

            Co-organizzatori

            1. ADASIM (Fondazione Dante Alighieri - Scuole Italiane nel Mondo)

            2. Polo per l'Istruzione Minerva

            Lingua di lavoro della conferenza è l’italiano.

            Per le ulteriori informazione sulla conferenze e per registrarsi, visitare il seguente link: https://forms.gle/5bYttYzh5JKBepjc8

          • სკოლაში გაიმართა კვირეულის თემისადმი — “ITALOFONIA” — მიძღვნილი ღონისძიება

          • 📌 მსოფლიოს იტალიური ენის XXV კვირეულის (13-20 ოქტომბერი) ფარგლებში, საქართველოში იტალიის საელჩოს ინიციატივით, სკოლაში გაიმართა კვირეულის თემისადმი — “ITALOFONIA” — მიძღვნილი ღონისძიება.

            მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ შექმნილი ვიდეორგოლის „რომი და საქართველო“ პრეზენტაცია, ხოლო პოეზიის II კონკურსის გამარჯვებულები საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.

            🎓 ღონისძიებას ესწრებოდნენ იტალიის საელჩოს განათლების ატაშე ქ.ნი სილვანა ბორიელლო და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები.

            ✨ პოეზიის II კონკურსის გამარჯვებულები:

            1️⃣ ეკატერინე ჭიჭინაძე

            2️⃣ სალომე ნადირაძე

            3️⃣ ქეთევან გოროზია

            📚 გამარჯვებულებს საელჩოსგან გადაეცათ დიპლომები და იტალიელი კლასიკოსების წიგნები.

            👉 იხილეთ ვიდეორგოლი „რომი და საქართველო“ 🎥

            https://youtu.be/K1h8EXo3asw?si=0pkZJkL12MCcl2UM

            📌 Nell'ambito della XXV Settimana Mondiale della Lingua Italiana (13–20 ottobre), su iniziativa dell'Ambasciata d'Italia in Georgia, si è tenuto presso la scuola italiana un evento dedicato al tema della settimana — "ITALOFONIA".

            Gli studenti hanno presentato il video da loro realizzato, "Roma e Georgia", e i vincitori del II Concorso di Poesia sono stati premiati con un riconoscimento cerimoniale.

            🎓 All'evento hanno partecipato l'Addetto all'Istruzione dell'Ambasciata d'Italia, la Sig.ra Silvana Borriello, e rappresentanti della comunità scolastica.

            ✨ Vincitori del II Concorso di Poesia:

            1️⃣ Ekaterine Chichinadze

            2️⃣ Salome Nadiradze

            3️⃣ Ketevan Gorozia

            📚 I vincitori hanno ricevuto diplomi e libri di classici italiani dall'Ambasciata.

            👉 Guarda il video "Roma e Georgia"

          • Bombbar.ge-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, დევი გრიზე სტუმრად სკოლაში

          • 📌 იტალიურ სკოლაში სტუმრად გვყავდა Bombbar.ge-ს მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი, დევი გრიზე.

            სტუმარმა მოსწავლეებს გაუზიარა თავისი პროფესიული გამოცდილება, ისაუბრა მარკეტინგის მნიშვნელობაზე, ტრადიციულ და ციფრულ მარკეტინგს შორის განსხვავებებზე და უპასუხა ბავშვების მრავალ საინტერესო კითხვას.

            მოსწავლეებმა სტუმარს საკუთარი ბიზნეს-იდეები წარუდგინეს და მიიღეს პრაქტიკული რჩევები პროფესიონალისგან.

            შეხვედრა საინტერესოდ და ინსპირაციულად წარიმართა. 💡

            📌 Abbiamo avuto come ospite presso la scuola italiana il Direttore Marketing di Bombbar.ge, Devi Grise.

            L’ospite ha condiviso la propria esperienza professionale con gli studenti, ha illustrato l’importanza del marketing e ha spiegato le differenze tra marketing tradizionale e digitale, rispondendo a numerose domande dei bambini.

            Gli studenti hanno presentato le loro idee imprenditoriali all’ospite e hanno ricevuto consigli pratici da un professionista del settore.

            L’incontro è stato stimolante e interessante.

          • კონფერენცია

          • 📌🧑‍🏫 მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სკოლაში ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა.

            📖 კათედრის ხელმძღვანელებმა შეაჯამეს 2024-2025 სასწავლო წლის გამოცდილება და წარადგინეს კრებული, რომელიც აერთიანებს სასწავლო წლის კურიკულუმის დანერგვის მასალებს და ასახავს სკოლაში მიმდინარე სწავლა-სწავლების ყოველდღიურ პროცესს.

            💙🎉 ვულოცავთ ჩვენს პედაგოგებს მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს და ვუსურვებთ უამრავ წარმატებას!თქვენი შემართება და პროფესიონალიზმი იტალიურ სკოლას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის!😊

            📌🧑🏫 Per celebrare la Giornata Internazionale degli Insegnanti, la scuola ha tenuto la conferenza annuale dedicata agli insegnanti.

            📖 I dirigenti delle cattedre hanno riassunto l’esperienza dell’anno accademico 2024-2025 e hanno presentato una raccolta che unisce i materiali per l’implementazione del curriculum nel corso dell’anno scolastico, riflettendo il processo di apprendimento quotidiano a scuola.

            💙🎉 Ci congratuliamo con i nostri insegnanti per la Giornata Internazionale degli Insegnanti e auguriamo loro tanto successo! La vostra dedizione e la vostra professionalità rendono la scuola italiana un ambiente davvero speciale.

          • სკოლას კომპანია GWP-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ

          • 🌿 29 სექტემბერს, ეკო-კლუბის ფარგლებში, სკოლას კომპანია GWP-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.

            💧 შეხვედრის თემა იყო: „წყლის ყოველი წვეთი ძვირფასია“.

            📖 მოსწავლეებმა ვიზუალური მასალების დახმარებით შეიტყვეს წყლის სრული ციკლის შესახებ: რა გზას გადის წყალი მყინვარებიდან ჩვენს ონკანებამდე და რატომ არის აუცილებელი მისი დაცვა თითოეული ჩვენგანისა და გარემოსთვის.

            შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეებმა ითამაშეს სპეციალურად პროექტისთვის შექმნილი სამაგიდო თამაში, რამაც მათი ჩართულობა პროცესში კიდევ უფრო საინტერესო და სახალისო გახადა.

            🌿 Il 29 settembre, nell’ambito dell’Eco-Club, i rappresentanti dell’azienda GWP (Georgian Water and Power) hanno visitato la scuola.

            💧 Il tema dell’incontro era: «Ogni goccia d’acqua è preziosa».

            📖 Con l’ausilio di materiali visivi, gli studenti hanno appreso il ciclo completo dell’acqua: il percorso che compie dai ghiacciai ai nostri rubinetti e i motivi per cui è necessario proteggerla, per ciascuno di noi e per l’ambiente.

            Al termine dell’incontro, gli studenti hanno partecipato a un gioco da tavolo creato appositamente per il progetto, che ha reso il coinvolgimento nel processo ancora più interessante e divertente.

          • ტრადიცია გრძელდება - იტალიური სკოლა ლისის ტბაზე

          • 🌿 იტალიური სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ტრადიციისამებრ, ლისის ტბას სტუმრობდნენ.

            💙 ყველა ასაკის მონაწილე ჩაერთო ჯანსაღი ცხოვრების ხელშემწყობ აქტივობებში. სპორტული თამაშები, სახალისო აქტივობები და ანიმატორის ინტერაქტიული პროგრამები ამ დღეს განსაკუთრებულად საინტერესოსა და მხიარულს ხდიდა თითოეული მონაწილისთვის.

            🌿 Come ogni anno, studenti e insegnanti della scuola italiana hanno visitato il Lago di Lisi.

            💙 Partecipanti di tutte le età hanno preso parte ad attività volte a promuovere uno stile di vita sano. Giochi sportivi, attività ludiche e programmi interattivi proposti dall'animatore hanno reso questa giornata particolarmente interessante e divertente per ogni partecipante.

          • მარინა ლეკიშვილი

          • მარინა ლეკიშვილი — უკვე 28 წელია იტალიური სკოლის გუნდის წევრია. 🎶 მისი გზა სკოლაში ვოკალური ჯგუფების ხელმძღვანელობით დაიწყო, მოგვიანებით კი მუსიკის პედაგოგის საქმიანობაც გააგრძელა.

            „მე დავიბადე მუსიკალურ ოჯახში — მუსიკა იყო ჩემი ყოველდღიურობა და ბავშვობიდანვე ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული.“ — ამბობს ქალბატონი მარინა. ❤️

            ✨ მისთვის პროფესიის მთავარი ღირებულება ბავშვია — ნიჭის აღმოჩენა, მუსიკალური განათლების მიცემა და მოსწავლის სიყვარული, როგორც მსოფლიო, ისე ქართული მუსიკის მიმართ.

            🎤 მის შემოქმედებაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს 1987 წელს გოგი დოლიძის მიერ შესრულებული სიმღერა, რომლის ავტორიც თავადაა და დღემდე აქტუალურობას არ კარგავს. ეს დღე მისთვის ყველაზე დიდი შემოქმედებითი სიხარულია.

            ❓ როგორ ქმნით გაკვეთილებს საინტერესოს?

            „პროგრამას ვამდიდრებ ისტორიებით კომპოზიტორების ცხოვრებიდან, დამატებითი ნამუშევრებითა და საინტერესო ფაქტებით. მოსწავლეები მუსიკას უფრო ახლოს გრძნობენ და მისი მრავალფეროვნებით ინტერესდებიან.”

            🚀 რა სჭირდება მომავალ პედაგოგს?

            პირველ რიგში — სიყვარული: საგნისა და ბავშვების მიმართ. მუსიკის პედაგოგობა რთული გზაა, მაგრამ ყველაზე შემოქმედებითი და შთამაგონებელი.

            ❤️ „იტალიური სკოლა ჩემთვის არის ადგილი, სადაც თავს ბედნიერად ვგრძნობ — ძლიერი კოლექტივი, განსაკუთრებული ხედვის მქონე დირექტორი და პროფესიული განვითარების საუკეთესო გარემო,“ — ამბობს ქალბატონი მარინა.

            გვეზეამაყება, რომ ის ჩვენი ოჯახის წევრია!

            Marina Lekishvili — fa parte del team della scuola italiana da 28 anni. 🎶

            Il suo percorso è iniziato come direttrice del coro vocale a scuola, per proseguire poi il suo lavoro come insegnante di musica.

            "Sono nata in una famiglia di musicisti: la musica è stata la mia vita quotidiana e il mio più grande amore fin dall'infanzia", afferma la signora Marina. ❤

            ✨ Per lei, il valore principale della professione sono i bambini: scoprire talenti, fornire un’educazione musicale e instillare negli studenti l’amore per la musica, sia internazionale che georgiana.

            🎤 Un posto speciale nel suo lavoro è occupato dalla canzone eseguita da Gogi Dolidze nel 1987, di cui è autrice e che non ha perso la sua attualità fino ad oggi. Quel giorno è per lei la più grande gioia creativa.

            ❓ Come rendere le lezioni interessanti? Arricchisco il programma con storie tratte dalla vita dei compositori, opere aggiuntive e fatti interessanti. Gli studenti si sentono più vicini alla musica e si interessano alla sua diversità.

            🚀 Di cosa ha bisogno un futuro insegnante? Prima di tutto: amore - per la materia e per i bambini. L’educazione musicale è un percorso difficile, ma il più creativo e stimolante.

            ❤ "La scuola italiana è un posto in cui mi sento felice: un team forte, una direttrice con una visione speciale e l’ambiente migliore per lo sviluppo professionale", afferma la signora Marina.

            Siamo orgogliosi di averla come membro della nostra famiglia!

          • პირველი დღე სკოლაში

          • 🎈იტალიურ სკოლაში პირველკლასელებისთვის საზეიმო მიღება გაიმართა. სიხარულით, სითბოთი და ზღაპრის გმირების მეგზურობით დაიწყო მათი დიდი თავგადასავალი. ✨

            💛 ვულოცავთ ჩვენს პატარებს ცოდნის სამყაროში  შემობრძანებას – დაე მათი ყოველი დღე იყოს სიხარულით, წარმატებებით და ახალ-ახალი აღმოჩენებით სავსე! 🌈

            🎈Si è tenuto un ricevimento festoso per i bambini di prima elementare "della"scuola italiana. La loro grande avventura è iniziata con gioia, calore e la guida di eroi delle fiabe.✨

            💛 Ci congratuliamo con i nostri piccoli per l'ingresso nel mondo della conoscenza: che ogni loro giorno sia pieno di gioia, successo e nuove scoperte! 🌈

          • მართა არველაძის წარმატება

          • 🏆 იტალიური სკოლის ლიდერთა კლუბის პრეზიდენტმა, მართა არველაძემ, წარმატებით გაიარა ბიზნეს მენეჯმენტის საზაფხულო კურსი Oxford-ის Balliol College-ში და საუკეთესო მოსწავლის სტატუსი მოიპოვა! 🇬🇧 👏

            მართა გამორჩეულია ლიდერული თვისებებითა და სოციალური აქტივობით. 2024-25 სასწავლო წელს მან არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის — მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტთა ასოციაციის (Tbilisi School Presidents Association) დაარსება, რომელიც 15 წამყვანი სკოლის ლიდერებს აერთიანებს.

            🎗 ასოციაციის ინიციატივით გაიმართა არაერთი საქველმოქმედო ღონისძიება, რომლითაც შეძლეს  ორგანიზატირებმა მელიტინას სახელობის ფონდის და ბერი ანდრიას ფონდის ბავშვების დახმარება.

             ვულოცავთ მართას მორიგ წარმატებას და ბევრი საინტერესო  პროექტის განხორციელების შესაძლებლობას ვუსურვებთ!❤️

          • 2024-2025 სასწავლო წლის რეიტინგულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი

          • 📌 დღეს იტალიურ სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის რეიტინგულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

            🥇ბადრი ტაბატაძე (VIII კლასი) - საჩუქრად გადაეცა ლეპტოპი

            🥈ელენე ჭაია - (VIII კლასი) – 50%-იანი დაფინანსება იტალიის სასწავლო გაცვლით პროექტში ✈️

            🥉 ნატალია ჯინჭარაძე (IX კლასი) – „ბიბლუსის“ 200 ლარიანი ვაუჩერი 📚

            ✨ საუკეთესო ათეულში ასევე მოხვდნენ: მსხილაძე მირიანი, მელუა სოფი, მეძმარიაშვილი ირინა, გოგოხია ილია, ბერიძე ირაკლი, ჭიჭინაძე ეკატერინე.

            ⭐️ ვულოცავთ გამარჯვებულებს და ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს წარმატებულ, შემოქმედებით, საინტერესო სასწავლო წელს! 💙

          • ბარბარე პაიჭაძის წარმატება

          • 🏆 სიხარულით გიზიარებთ ჩვენი მოსწავლის საერთაშორისო წარმატებას!

            ბარბარე პაიჭაძემ იტალიაში გამართულ “Creativita Senza Frontiere” 🇮🇹🌍 მუსიკალურ კონკურსში, რომელშიც მსოფლიოს 40-მდე ქვეყნის ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობდნენ, მეორე საპრიზო ადგილი და ლაურეატის ტიტული მოიპოვა.🥈🎤

            ვულოცავთ და ვუსურვებთ კიდევ უფრო მეტ საერთაშორისო წარმატებას! 💙

          • რეიტინგული მოსწავლეები გამოვლინდნენ

          • 🏆 იტალიური სკოლის 2024-2025 სასწავლო წლის მოსწავლეთა რეიტინგული სისტემის მიხედვით გამოვლინდნენ საუკეთესო მოსწავლეები!

            📊 რეიტინგი შედგენილია 100-ქულიანი სისტემით შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

            • აკადემიური მოსწრება

            • მონიტორინგის შედეგები

            • სასკოლო აქტივობები

            • სასკოლო პროექტი

            • სპორტული ჩართულობა

            • დისციპლინა

            ✨ წარმოგიდგენთ სამ საუკეთესო მოსწავლეს:

            🥇 I ადგილი – ბადრი ტაბატაძე (VIII კლასი, დამრიგებელი ეკა ლაგვილავა)

            🎁 პრიზი: 100%-იანი დაფინანსება იტალიის სასწავლო გაცვლით პროექტში და/ან პერსონალური კომპიუტერი.

            🥈 II ადგილი – ელენე ჭაია (VIII კლასი, დამრიგებელი ეკა ლაგვილავა)

            🎁 პრიზი: იტალიის სასწავლო-გაცვლით პროექტში მონაწილეობისას 50%-იანი დაფინანსება და/ან პლანშეტი.

            🥉 III ადგილი – ნატალია ჯინჭარაძე (IX კლასი, დამრიგებელი ცისია სუხიაშვილი)

            🎁 პრიზი: იტალიის სასწავლო-გაცვლით პროექტში 25%-იანი დაფინანსება და/ან ბიბლისუსის 200 ლარიანი ვაუჩერი.

            ხოლო ათეულის სია ასე გამოიყურება:

            მსხილაძე მირიან - IX კლასი

            მელუა სოფი - IX კლასი

            მეძმარიაშვილი ირინა - IX კლასი

            გოგოხია ილია - VIII კლასი

            ბერიძე ირაკლი - VIII კლასი

            ჭიჭინაძე ეკატერინე - XI კლასი

            ქავთარაძე ნატალია - IX კლასი

            🌟 🌟 ვულოცავთ გამარჯვებულებს! გვეამაყებით, გისურვებთ წარმატებებს და იმედი გვაქვს, რომ მომავალშიც გაგვახარებთ თქვენი მიღწევებით!

          • გაიცანით ჩვენი გუნდის წევრი-ეთო ხუციშვილი

          • ✨ გვინდა გაგაცნოთ არა მხოლოდ ჩვენი სკოლის პედაგოგები, არამედ მენეჯმენტის წარმომადგენლებიც და ამ ახალ რუბრიკას ვხსნით, დირექტორის მოადგილის წარდგინებით.

            "სიტყვები არასდროს იქნება საკმარისი..."

            არსებობენ ადამიანები, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას და მოვალეობას სცდებიან — მთელი არსებით, თავდადებითა და სიყვარულით ცდილობენ შექმნან სითბოთი და ერთგულებით გაჯერებული გარემო. სივრცე, სადაც მისვლა მიგიხარია, რადგან იცი, რომ დაგხვდება ყველასათვის საყვარელი ქალბატონი, დიდი გულითა და ღიმილით — ეთო.😊

            ეთო ხუციშვილი სკოლის დაარსების პირველი წუთიდან დღემდე, სკოლის ერთგული მხარდამჭერია — ბავშვებისთვის საყვარელი, მშობლებისა და თანამშრომლებისთვის კი – საიმედო და ერთგული პიროვნება.

            ქალბატონი ეთო ყოველთვის სამართლიანია — ბავშვების ინტერესების დამცველი და მათზე მზრუნველი. ადამიანი, რომელსაც შეუძლია თითოეულ მოსწავლეში დაინახოს უნიკალური ნიჭი. რომელმაც იცის, როგორ მოუსმინოს, როგორ გაუგოს უსიტყვოდ და როგორ წარუძღვეს წინ სითბოთი, მოთმინებითა და სიბრძნით.

            ყველა მშობელი, ვისაც ოდესმე ჰქონია მასთან ურთიერთობა, გრძნობს სიმშვიდეს, რადგან იცის: მისი შვილი საუკეთესო ხელშია.

            თანამშრომლისთვის კი ის ძალაა, რომელიც იმედია, საყრდენია ნებისმიერი სირთულის დროს და მოტივატორი, რომელიც გარწმუნებს, რატომ არ უნდა გაჩერდე და გააგრძელო სვლა.

            მისი სითბო მხოლოდ პროფესიული თვისება არ არის — ეს მისი შინაგანი სინათლეა. იტალიური სკოლა მისთვის უბრალოდ შენობა კი არ არის, არამედ მისი სიყვარულითა და ზრუნვით გაჟღენთილი სივრცეა.

            💖 სიტყვები შეიძლება არ იყოს საკმარისი, მაგრამ ჩვენი მადლიერება – ნამდვილად უსაზღვროა.

            🙏 გმადლობთ ბავშვების სითბოსთვის, მშობლების სიმშვიდისთვის და ჩვენი გუნდის ერთიანობისთვის. გმადლობთ, რომ თითოეული ჩვენგანისთვის საიმედო საყრდენი ხართ — ადამიანური ურთიერთობების ხელოვანი, იტალიური სკოლის მშვიდობის ელჩი. 🕊️

            🎯 თქვენთვის ეს საქმე მხოლოდ პროფესია არ არის — ეს მისიაა, რომელსაც დიდი ღირსებითა და პასუხისმგებლობით ასრულებთ.

          • ბანაკი

          • იტალიური სკოლის ბანაკი

            გარემო, სადაც ბავშვები სწავლობენ, იზრდებიან და ქმნიან დაუვიწყარ მოგონებებს.

    • კონტაქტი

      • იტალიური სკოლა
      • +995 322 35 18 25;
        +995 599 15 31 81
      • თორნიკე ერისთავის ქუჩა, №1
        თბილისი
        0180 თბილისი
        Georgia
    • ანგარიშში შესვლა

  • ვებ-გვერდის განახლების თარიღი - 05/12/2024