მანანა თოფურია- მასწავლებელი, არა მხოლოდ ბრწყინვალე პროფესიონალი, არამედ დიდი ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყოველი დღე განსაკუთრებული გახადოს. ✨
ის არის სწავლის უდიდესი ინსპირაცია, რომელიც ყოველთვის აძლევს ბავშვებს ახალ შესაძლებლობებს და აღძრავს მათში სწავლის სურვილს.
📚 უკვე 15 წელია იტალიური სკოლის დიდი ოჯახის წევრია.
მისი პედაგოგიური გზა სკოლაში პროექტით დაიწყო, რომელიც მალევე პროფესიულ საქმიანობად იქცა.
„2007 წელს დავიწყე პედაგოგობა. იმ პერიოდში განათლების სისტემაში მნიშვნელოვანი რეფორმები მიმდინარეობდა — ეროვნული გამოცდები, სტრუქტურული ცვლილებები… ამ პროცესებმა მოტივაცია მომცა, გადამედგა პირველი ნაბიჯები სკოლაში.
პირველი პროექტი მშობლის სტატუსით ჩავატარე — ‘ირმის ნახტომი’, რომელმაც საბოლოოდ განსაზღვრა ჩემი პროფესიული არჩევანი.“
❓ რა გიყვართ ყველაზე მეტად თქვენს საქმიანობაში?
„ჩემი გაკვეთილები ყოველთვის ცოცხალია და მრავალფეროვანი. ყველაზე ძვირფასი კი ის მომენტია, როცა მოსწავლე რაღაც ახლის აღმოჩენას ცდილობს — ეს ემოცია მუდმივად მაძლევს მოტივაციას.“
💡 როგორ უწყობთ ხელს მოტივაციას მათემატიკის სწავლისას?
დღესდღეობით, მოტივაცია ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. ტექნოლოგიებისა და ინტერესების მრავალფეროვნებამ ეს კიდევ უფრო გაამძაფრა. სწორედ ამიტომ ვცდილობ, გაკვეთილები ინტერაქტიული და თანამედროვე მეთოდოლოგიებზე დაფუძნებული იყოს. ჩემი მიზანია მოსწავლეებში ლოგიკური აზროვნების განვითარება, რაც მათემატიკასთან კავშირს მეტად ამყარებს.“
რას ურჩევდით მომავალ პედაგოგებს?
,,აირჩიონ ეს პროფესია მხოლოდ მაშინ, როცა მზად იქნებიან პასუხისმგებლობისთვის, რომელიც ბავშვებთან მუშაობას ახლავს. პედაგოგობა ცოდნაზე მეტია — ეს არის ემოციური ჩართულობა, დაკვირვება და მუდმივი მზადყოფნა ცვლილებისთვის. თუ გიყვარს, რასაც აკეთებ, გზაც და შედეგიც ფასეული ხდება.“