• ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული

          • იტალიურ სკოლის IV, VII , IX,   X კლასებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული პროექტის ფარგლებში, 2020 წლის 1 - 8 დეკემბრსონლაინ სივრცეში   ჩატარდა  ძალადობის საწინააღმდეგო კვირეული. კვირეულის ჩატარების მიზანიძალადობის (ბულინგი, ოჯახური ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და სხვა) პრევენცია და სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის ხელშეწყობაბულინგის, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო განათლების მიმართულებით, სასკოლო საზოგადოების   ცნობიერების ამაღლება).

            კვირეული მიმდინარეობდა  ექსპერტების   მიერ წინასწარ შემუშავებული რეკომენდაციების საფუძველზე. ჩატარდა სამოქალაქო განათლების დისტანციური  გაკვეთილები ძალადობის თემაზე. მოეწყო სასკოლო კონკურსი, სახელწოდებით:     ,,არა ძალადობას! ძალა უფლებას!“

            მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები, საინფორმაციო ბუკლეტი/ფლაერები, მათ ონლაინ ფორმატით, სააკოლო საზოგადოებას, გააცნეს თემატური პრეზენტაციები. აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართული მოსწავლეთა მშობლები

        • ესეების კონკურსი
          • ესეების კონკურსი

          • გაქვს სურვილი, რომ მოიპოვო სტიპენდია ოქსფორდისა და კემბრიჯის ზაფხულის სკოლის დისტანციურ და/ან დასწრებულ აკადემიურ პროგრამებზე?

            დღეს ეს შესაძლებელია, მიიღე მონაწილეობა ესეების შიდა სასკოლო კონკურსში და შენ ეს შესაძლებლობა რეალობად გექცევა!

            შიდა სასკოლო კონკურსში ესეების წარდგენის ბოლო ვადაა 25 დეკემბერი.

            კონკურსში მონაწილეობის მსურვლებმა გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის, მიმართოთ ინგლისური ენის პედაგოგებს.

          • ჯანი როდარის 100 წელი შეუსრულდა!

          • დღეს, დიდ იტალიელ საბავშვო მწერალს, ჯანი როდარის 100 წელი შეუსრულდა! ვინ არ იცნობს ჩიპოლინოს, რომლის თავგადასავალი ნათარგმნია მსოფლიოს მრავალ ენაზე.

            1920 წლის 23 ოქტომბერს იტალიის ქალაქ ომენიაში დაიბადა უდიდესი საბავშვო მწერალი და პედაგოგი ჯანი როდარი. მისი ყოველი ნაწარმოები ფანტაზიის დღესასწაულია. იგი ზღაპრების არარეალური სამყაროს მეშვებოთ ცდილობს ბავშვებს დაანახოს რეალური სამყარო და კეთილი რჩევები მისცეს. ჩვენი სკოლა მიწვეული იყო ჯანი როდარის 100 წლისთავზე, მაგრამ დღეს მხოლოდ შორიდან ვულოცავთ ომენიას, მის მშობლიურ ქალაქს, ამ დიდებულ დღეს. ასევე მთელი მსოფლიოს როდარიანელებს!

            სკოლა ცისკრის პროექტში, რომელიც ჯანი როდარის 100 წლისთავს მიეძღვნა არის რუბრიკა: ტექსტზე „ჯანი ჩვენ ტოლები ვართ“ შექმენი მუსიკა.

            სკოლა ჯეჯილიდან მივიღეთ ულამაზესი კლიპი, რომლის ავტორია კომპოზიტორი არჩილ გიორგობიანი, სიმღერას ასრულებს მისი შვილი ალექს გიორგობიანი (სკოლა ჯეჯლი, 3 კლასის მოსწავლე). მას ძალიან უყვარს იტალია და ჯანი როდარი.

            დარწმუნებულები ვართ, რომ სილამაზე და სიკეთე ყველა ვირუსს და ყოველგვარ ბოროტებას ძლევს.

            Oggo e` il centessimo anniversario di Ganni Rodari il famoso scrittore italiano. Chi non conosce Cipolino, la cui avventura e` stata tradotta in tutte le lingue.

            Nel 1920 il 23 ottobre, proprio oggigiorno, nacque ad Omegna il gran scrittore per l’infanzia e pedagogista Gianni Rodari. Ogni sua opera è una festa della fantasia, lui cerca attraverso del mondo irreale delle fiabe fa osservare ai bambini il mondo reale della vita e cosi dargli buoni consigli.

            Purtroppo, solo da lontano possiamo fare gli auguri più affettuosi ad  Omegna ed a tutti Rodariani del mondo!

            Nel progetto della scuola "TSISKARI" dedicato a centennario di Gianni Rodari c'e una rubrica - comporre una musica sul testo "Gianni abbiamo la stessa eta, tu e noi".

            Ecco dalla scuola "Gegili" di Tbilisi, dove da tre anni si insegna l'italiano, abbiamo ricevuto questo bellissimo video: compositore - Archil Giorgobiani, Canta suo figlio Alex Giorgobiani III elementare. Un ragazzo, tanto innamorato d'Italia e Gianni Rodari.

            La bellezza e la bonta vinceranno ogni virus ed ogni male! Siamo sicuri.

          • იტალიური ენის კვირეული

          • 2001 წლიდან მთელს მსოფლიოში ყოველწლიურად, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პატრონაჟით, აღინიშნება იტალიური ენის კვირეული.

             

            მეოცე მსოფლიო კვირეულის ფარგლებში იტალიურ სკოლა ცისკარში წელს, 21 ოქტომბერს, საქართველოში იტალიის საელჩოს მხარდაჭერითა და თანადგომით, ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია „კომიქსი მუზეუმებში“.

            პროექტის ფარგლებში პედაგოგებმა მოსწავლეებს წარუდგინეს იტალიის მუზეუმების უჩვეულო პრეზენტაციები, რომლებსაც ცნობილმა იტალიელემა გრაფიკოსებმა 51 ბროშურისგან შემდგარი კომიქსების სერია მიუძღვნა. აჩვენეს სხვადასხვა ვიდეორგოლები, მათ შორის ნაჩვენები იყო ქ. რომის ტრაიანეს არქეოლოგიური მუზეუმი, რომლის მიხედვით მესამე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგების დავიდე დოჩჩიოლის და ქეთევან სიხარულიძის ხელმძღვანელობით, შექმნეს კომიქსები ნახატების სახით, ხოლო მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, პედაგოგ ეკა ლაგვილავას ხელმძღვანელობით კომიქსები - კომპიუტერული სახით.

            პროექტის მიზანი იყო სწავლებაში კომიქსების გამოყენებით, მუზეუმების სამყაროში მოსწავლეთა მოგზაურობა და იტალიის მუზეუმების უკეთ გაცნობა.

             

            La Settimana della Lingua Italiana viene celebrata ogni anno in tutto il mondo dal 2001 sotto gli auspici del presidente della Repubblica Italiana. Nell'ambito della XX Settimana Mondiale, la scuola italiana “Tsiskari”, il 21 ottobre, con il supporto e l'assistenza dell'Ambasciata d'Italia in Georgia, ha tenuto una presentazione del progetto "Comics in Museums". Nell'ambito del progetto, i docenti hanno presentato agli studenti delle insolite presentazioni dei musei italiani, a cui famosi grafici italiani hanno dedicato una serie di fumetti composta da 51 opuscoli.

            Presso l'istituto “Tsiskari”, sono stati mostrati vari video, incluso quello riguardante il Museo Archeologico “Metauros”, secondo il quale i bambini di terza elementare, coordinati dagli insegnanti Davide Doccioli e Ketevan Sikharulidze, hanno realizzato fumetti sotto forma di disegni, e gli alunni della sesta classe, guidati dall'insegnante Eka Lagvilava, hanno creato fumetti con l'ausilio del computer.

            Lo scopo del progetto è stato quello di utilizzare il fumetto nell'insegnamento, portare gli studenti in un viaggio nel mondo dei musei e conoscere meglio i musei italiani

             

          • ახალი სასწავლო წელი

          • 15 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი, იტალიურ სკოლაში განახლდა დისტანციურ რეჟიმში.

            პირველი ოქტომბრიდან I-VI კლასების მოსწავლეებისთვის სწავლება მიმდინარეობს სასკოლო სივრცეში.

            სასწავლო პროცესი სკოლაში წარიმართება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის, ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციასთან (COVID-19) დაკავშირებული ზოგადი რეკომენდაციების სრული დაცვით.

          • სასიხარულო ამბავი სიცილიიდან

          • საერთაშორისო, იტალიურენოვანი კონკურსის  ,,Uno, nessuno e centomila'' სპეციალური პრემიით ,,მწერლების გზა'' დააჯილდოვა იტალიური სკოლის X-XI კლასის მოსწავლების ნამუშევარი, ნოველა ,,ჯარას'' თეატრალური ვერსია. 

            ყველაფერი ასე დაიწყო: იტალიელი დრამატურგის, რომანისტის ლუიჯი პირანდელოს მშობლიურ ქალაქ აგრიჯენტოში (სიცილია), გაიმართა საერთაშორისო, იტალიურენოვანი კონკურსი ,,Uno, nessuno e centomila” (ერთი არავინ და ასი ათასი), რომელშიც წელს იტალიელ მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობდნენ ჩვენი სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებიც.

            ლიტერატურული კაფე ,,ლიბრიამოჩის“ პროექტის ფარგლებში, გაიგზავნა ლუიჯი პირანდელოს ნოველის ,,Giara” (ქვევრის) საფუძველზე მომზადებული სცენარი, პროექტის ხელმძღვანელი იტალიური ენის პედაგოგი რუსუდან ყოინაშვილი.
            ქართველების მიერ მომზადებულმა პროექტმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა. ჩვენი მოსწავლეები 12 ფინალისტს შორის მოხვდნენ. მიმდინარე წლის მარტში (9-14) ქალბატონ რუსუდან ყოინაშვილთან ერთად იტალიური სკოლის მოსწავლეები: სოფიკო კობახიძე, ნიცა ქოქოლაძე, ქეთევან ჭიჭინაძე, ანა ლოლუა, დეა ტუგულაშვილი და მაკა ზითანიშვილი მიწვეული იყვნენ სიცილიაზე, ქ. აგრიჯენტოში. ცხადია, პანდემიის გამო კონკურსზე მიწვეულები იტალიაში ვერ გაემგზავრნენ.

            სასიამოვნო შეტყობინება იტალიიდან:
            აგრიჯენტო, 12.06 2020, სკოლა ,,ცისკარს'', პედაგოგებს რუსუდან ყოინაშვილს და ლაურა ბონელის (იტალიური ენის კათედრის ხელმძღვანელი, ავტ, შენიშვნა).
            კონკურსი ,,Uno,nessuno e centomila'', სიამოვნებით გაცნობებთ, რომ საკონკურსო კომისიამ და ქვემოთ ჩამოთვლილმა ჟიურის წევრებმა....სპეციალური პრემიით ,,მწერლების გზა'' დააჯილდოვა X-XI კლასის მოსწავლების ნამუშევარი, ნოველა ,,ჯარას'' თეატრალური ვერსია, შემდეგი შეფასებით:
            ,,სცენების გამორჩეული აღწერისთვის, მოკლე თეატრალური დადგმის საუკეთესო ტექსტისთვის. ნოველაში არსებული პეიზაჟების დიალოგად წარმოდგენისთვის და ამ მიზნით ახალი პერსონაჟების შექმნისთვის.''
            დაჯილდოების ცერემონია შედგება 2021 წელს. პრემია მიენიჭა პროექტის ხელმძღვანელს და მოსწავლეებს.

             

            აქვე გთავაზობთ ინტერვიუს ქალბატონ რუსუდან ყოინაშვილთან
            https://www.concorsounonessunoecentomila.it/…/kvevri-e-gia…/
            ინტერვიუს შემოკლებული ვერსია:

             

            21. 06 2020.
            ,,ქვევრი და ჯარა, საერთო ფესვები''
            2020 წელს სკოლამ მონაწილეობა მიიღო კონკურსში ,,ერთი, არავინ და ასიათასი'' პირანდელოს ნოველა ,,ჯარას'' მიხედვით შექმნილი თეატრალური ვერსიით.
            კონკურსის მონაწილეები არიან X-XI კლასის მოსწავლეები: დეა ტუგულაშვილი, მაკა ზითანიშვილი, ნიცა ქოქოლაძე, ქეთი ჭიჭინაძე, ანა ლოლუა, სოფი კობახიძე, მარი ჩახავა.
            მათ შეძლეს პირანდელოს ნოველა დიალოგებად ექციათ, ისე რომ ნაწარმოების შინაარსი და მთავარი სათქმელი ხელუხლებლად დაეტოვებინათ.
            *რა სიძნელეებს წააწყდით მუშაობის პროცესში?
            ,,მოსწავლეებისთვის თვით ტექსტის წაკითხვა იყო საკმაოდ რთული. ამდენად ჩემ თავზე ავიღე მათი მეგზურობა ენობრივი დაბრკოლებების გადასალახად.''-პასუხობს პედაგოგი რუსუდან ყოინაშვილი.
            ,,ტექსტის კითხვისას რთული მონაკვეთების ახსნასთან ერთად ვცდილობდი ეგრძნოთ ნაწარმოებში აღწერილი გარემო და პერსონაჟების ხასიათები, რათა წაკითხვის შემდეგ შეძლებოდათ აღწერილობითი ტექსტის დიალოგებად ქცევა.
            თანდათან სამუშაო მოსწავლეებისთვის სახალისო ხდებოდა, რადგან შემოქმედებით ხასიათს იღებდა.''
            *თუ აღმოაჩინეთ რაიმე მსგავსება ამ ორ კულტურას შორის?
            ,,ჯარა'' იმის გამო ავირჩიე, რომ ქართულად უკვე გადაღებული იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმი ,,ქვევრი'' ამ ნოველის მიხედვით. ქვევრი-თიხის ჭურჭელია, რომელსაც საქართველოში საუკუნეებია იყენებენ ღვინისთვის და არა ზეთისთვის.
            პირანდელოსეული ტექსტი მისადაგებულია ქართულ რეალობასთან, თუმც შინაარსი და პერსონაჟების ხასიათები უცვლელია, რადგან მრავალი რამ გვაქვს საერთო სიცილიასთან,''
            *როგორ ფიქრობთ, პირანდელო დღესდღეობით აქტუალურია?
            ,,დიახ, ვფიქრობ, რომ აქტუალურია, რადგან მისი ნაწარმოებები მეტად მნიშვნელოვან ადამიანურ საკითხებს ეხება.
            თავს ვერ მოვიწონებ იმით, რომ ლუიჯი პირანდელოს ყველა ნაწარმოები წამიკითხავს, რაც საკმაოდ მრავალრიცხოვანია, მაგრამ ყოველი წაკითხული ნოველა მაფიქრებდა ადამიანურ მანკიერებებსა და ღირსებებზე, უკიდურესი გასაჭირიც კი მის ნაწარმოებებში უეცრად მოულოდნელ სახეს იღებს,ზოგჯერ პოეტურსაც, მაგალითად ,,მარაო''.
            *მოსწავლეებს უყვართ თუ არა კლასიკური ლიტერეტურა და თუ კითხულობენ მას?
            ,,კლასიკური ლიტერატურა რომ უყვარდეთ, უნდა ესმოდეთ, ამ შემთხვევაში საიმედო ხელი სჭირდებათ, რომელიც ,,უსიერი ტყის'' ბოლოში სინათლეს დაანახებს.
            ახალგაზრდები განსაკუთრებით პოეზიას არ წყალობენ, არადა ლიტერატურის მწვერვალი სწორედ პოეზიაა, რომელსაც შეუძლია მოაჯადოვოს ისინი და ასევე პასუხი გასცეს მათ მრავალ კითხვას, რაც ამ ასაკისთვის ჩვეულია.
            სწორედ ამიტომ, ჩვენ ლიტერატურულ კაფე ,,ლიბრიამოჩიში,''რომელიც მხოლოდ სამი წლისაა, ვცდილობ ყოველთვის მაღალი ლიტერატურული ღირებულების ნაწარმოებები წავაკითხო, მათ შეჰბედეს კიდეც ეთარგმნათ: კარდარელის, მონტალეს, დ'ანუნციოს პოეზია, ასევე ჯანი როდარის საბავშვო ლექსები.
            ამჯერად ვთარგმნით ალესანდრო დ'ავენიას ,,რძესავით თეთრი სისხლივით წითელი,'' რომანს, რომელმაც მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
            *სკოლაში თუ არის თეატრალური ლაბორატორია?
            ,,თეატრალური ლაბორატორია არ გვაქვს, მაგრამ სკოლის დაარსების დღიდანვე ბავშვები სცენაზე დგანან და მათ საყვარელ გმირებს ასახიერებენ.
            სასკოლო პროგრამაში შედის ,,პინოქიოს თავგადასავლის"' სცენაზე წარმოდგენა.
            უკეთ აგიხსნით. ჩვენ სკოლაში ბავშვები იტალიურ წერა-კითხვას სწავლობენ ანბანით - ,,სამი ცისარტყელა,'' რომელიც 25 წლის წინ დავწერე გამოუვალი მდგომარეობის გამო, არ არსებობდა ჩვენი ბავშვების შესაძლებლობებთან მისადაგებული სახელმძღვანელო. ეს წიგნი ერთგვარი მოგზაურობაა , იტალიური ასოების ქვეყანაში,'' სადაც მეგზურობას ბავშვებს მათი დიდი მეგობარი პინოქიო უწევს. წერა -კითხვის სწავლების შემდეგ, საკუთარი თავგადასავლების სამყაროშიც ამოგზაურებს მათ.
            ამგვარად, სასწავლო წლის ბოლოს ბავშვები სცენაზე წარმოადგენენ პიესას ,,მოგზაურობა იტალიური ასოების ქვეყანაში პინოქიოსთან ერთად.''
            სპექტაკლს ამშვენებს მუსიკალური თანხლება და სიმღერები.''

            სკოლის შენობა ამჯერად დაკეტილია, მარტიდან სწავლება დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა.

          • გამოსაშვები ონლაინ პრეზენტაცია

          • უჩვეული სასწავლო წლის დასასრულის სიურპრიზი

            ტრადიციისამებრ, იტალიური სკოლის მე-3 კლასელები ცხოვრების ახალ ეტაპზე გადადიან, ახალი საინტერესო საგნები, ხვადასხვა პედაგოგები. ჩვეულებრივად ამ დროს სხვადასხვა სცენარებით ეწყობა საზეიმო გამოსაშვები საღამოები. 19 ივნისს, მე-3 კლასელების წლევანდელი უჩვეულო სასწავლო წელი დასრულდა გამოსაშვები ონლაინ პრეზენტაციით.

            ეს დღე არასოდეს დაავიწყდებათ იტალიური სკოლის 2020 წლის მე-3 კლასელებს.

            პირველი პედაგოგები, მაია ალავიძე და მარინა ზაქარიაშვილი

          • ბოლო ზარი

          • ყველაზე უჩვეულო ბოლო ზარი მე-12 კლასელების ცხოვრებაში .

            ვირტუალური და ძალზე ემოციური ბოლო  ზარი დაირეკა იტალიური სკოლის ონლაინ სივრცეში. კეთილი სურვილები, თვალცრემლიანი მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები.

            ძვირფასო მე-12 კლასელებო, გილოცავთ თქვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მოვლენას - სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წარმატებებს თქვენი ცხოვრების  ახალ ეტაპზე

          • ონლაინ კონფერენცია

          • 17 მაისს, 12:00 საათზე ინგლისური ენის კათედრის პედაგოგის შორენა მერაბიშვილის ხელმძღვანელობით XI კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს ონლაინ კონფერენცია თემაზე ,,მდგრადი განვითარების მიზნები.”

            კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო მე-11 კლასის ყველა მოსწავლემ, მათ მიერ განხილულ იქნა მდგრადი განვითარების 17 მიზანი და 169 ამოცანა, რომლებიც ურთიერთდაკავშირებულია და სამ განზომილებაში ერთიანდება – ეკონომიკური, სოციალური და გარემოს დაცვითი. მოსწავლეებმა იმსჯელეს თითოეული მიზნის მნიშვნელობაზე და ამოცანებზე, 2030 წლის დღის წესრიგზე, რომელიც ამ ეტაპზე არსებული ერთადერთი გლობალური დღის წესრიგია, რომლის შესრულებაშიც ყველა ქვეყანა თანაბრად ერთვება და რომლის მთავარი გზავნილია „არავინ დარჩეს პროცესის მიღმა“ (leaving no one behind).

            კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს საქართველოს სტრატეგია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ხელშეწყობისა და მონიტორინგისათვის.კონფერენციამ საკმაოდ საინტერესო და  უჩვეულო გარემოში ჩაიარა

          • ,,სილამაზე იხსნის სამყაროს" … ,,მაგრამ სილამაზე ჩვენ უნდა გადავარჩინოთ"

          • დღეიდან, ლიტერატურული კლუბის ფარგლებში მოქმედ ლიტერატურულ კაფე ,,Libriamoci –თან   იხსნება რუბრიკა ,,კრიზისი, როგორც შესაძლებლობა...“

            პანდემიის გამო სასკოლო საზოგადოებამ გამოხატა თანაგრძნობა, სადაც   იტალიაზე ეწერა:  ,,ქვეყანა სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყა ღვთისა და ადამიანის შემოქმედება, სადაც უსაზღვრო მშვენიერების მხილველის სული შვებას გრძნობს... ,,სილამაზე მართლაც იხსნის სამყაროს"... იტალიელებისთვის La vita è bella - ცხოვრება მშვენიერია მიუხედავად ყოველგვარი განსაცდელისა... „

            და აი, ამ კრიზისის დროს იტალიაში ბევრი მშვენიერი ლექსი და სიმღერა შეიქმნა.

            ჩვენი  მაესტრა რუ (იტალიური ენის პედაგოგი, ლიტერატურული კლუბის ხელმძღვანელი რუსუდან ყოინაშვილი) გვთავაზობს,  იტალიელი პოეტის სიმონე კრისტიკის  ამ დღეებში შექმნილი ლექსის თარგმანს. დოსტოევსკის ნათქვამი ,,სილამაზე იხსნის სამყაროს", სიმონე კრისტიკმა  დაასრულა: ,,მაგრამ სილამაზე ჩვენ უნდა გადავარჩინოთ" .სიმონე კრისტიკი პოეტი და მომღერალია. მაესტრა რუს მეგობრებმა  იტალიიდან გადმოუგზავნეს ვიდეო რგოლი:

            იხილეთ ვიდეო

            რუბრიკა გაგრძელდება, პერიოდულად ჩვენი მოსწავლეები და პედაგოგები შემოგვთავაზებენ, კრიზისულ პერიოდში, იტალიელების მიერ შექმნილ სიმღერებსა და  ლექსების თარგმანს.

             

             2020 წლის მაისი.

            რუსუდან ყოინაშვილის თარგმანი:

             

            ,,შეგონებები ოთხკედელში გამოკეტილს

            დღეს გამომწყვდეული ხარ ოთხკედელში,

            და ამ ცხოვრებას ღრიჭოდან  უჭვრეტ,

            ხარ დათრგუნული, მხარნაქცევი და უგუნებო,

            და შენ ანარეკლს სარკეში უცქერ.

            მიიღე ციურ წყალობად ეს დრო,

            გახსენი ფრჩხილი,შეიცან თავი,

            და თაროებზე მიძინებულ

            იმ წიგნებს შორის,

            ამოარჩიე ორიოდე,მაგრამ

            მთავარი.

            დანარჩენი კი დიდ ყუთს

            მიანდე,

            აჩუქე სკოლებს შეძლებისგვარად.

            შეიქმენ სივრცე,

            ნუ მოეშვები...

            სულ ცოტა კმარა,

            უკეთ რომ გახდე.

            წერე წერილი,

            წერე ლექსები,

            და ამ მოწყენას ფანტაზიით მოუღებ ბოლოს,

            აი ფურცელი, აი ფერები,

            დახატე რამე,

            თუგინდ იყავი მიკელანჯელო,ანდა მღებავი.

            მთავარი მხოლოდ ერთია

            ამ დროს,

            შენ თავში ბავშვი აღმოაჩინო...

            გაითბე გული მათი ჩამოთვლით, ვინც მართლა გიყვარს,ვისაც

            უყვარხარ.

            და გაიხსენე ბედისწერა

            მათთან შეხვედრის,

            იგრძენი მათი სიახლოვე

            და დამშვიდდები.

            მოწყენილობა გონს რომ

            დაბინდავს,იპოვე ხერხი

            თავისდაღწევის.

            და როგორც ბავშვმა, ანდა

            პოეტმა ცნობისმოყვარემ, ან ასტრონავტმა

            აღმომჩენმა ახალ პლანეტის,

            იპოვე არსი,ეფემერულს 

            ანებე თავი...

            და ჩაკეტილიც ამ ოთხკედელში,

            შეძლებ რომ იყო

            თ ა ვ ი ს უ ფ ა ლ ი!!!

             

            ეწვიეთ კლუბის ვებ-გვერდს

          • ონლაინ ვერნისაჟი

          • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი, ეკატერინე მელქაძე.

            იტალიური სკოლის I - VI კლასის უნიჭიერესი მოსწავლეები გამოგზაურებენ მშვენიერების სამყაროში, რომელსაც ხელოვნება ჰქვია, ისინი გვაზიარებენ მათ მიერ აღქმულ სამყაროსა და ხელოვნებისადმი დიდ სიყვარულს. 

            ხელოვნება ხომ თერაპიაა, ის გვიფერადებს და საინტერესოს ხდის ცხოვრებას, განსაკუთრებით დღეს, როდესაც უჩვეულო ცხოვრების წესი მსოფლიო პანდემიის გამო შეგვექმნა.
            ონლაინ გამოფენა, რომელსაც გთავაზობთ თავად დაგარწმუნებთ, თუ რაოდენ ნიჭიერები და შემოქმედებითები არიან იტალიური სკოლის მოსწავლეები.

          • საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა

          • გაიცანით საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა: მაია ცინაძე -კათედრის ხელმძღვანელი (ფიზიკის პედაგოგი); ზაირა ბესტავაშვილი, რუსუდან ჯაფარიძე (ქიმიის პედაგოგები); ცისია სუხიაშვილი, მარინა ხომასურიძე (ბიოლოგიის პედაგოგები).

            როგორც ყველა სხვა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრა ახალ რეალობაში იმყოფა, პედაგოგებმა წარმატებით დაძლიეს ახალი გამოწვევა, დისტანციური სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით მოახერხეს სასწავლო პროგრამების ადაპტაცია. ონლაინ გაკვეთილები შეუფერხებლად მიმდინარეობს, მადლობა სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.
            კათედრის წევრებმა საპროგრამო მასალის თემატიკის მიხედვით, თავიანთი შექმნილი ელექტრონული რესურსების გამოყენებით, გაცილებით ხალისიანი გახადეს ონლაინ გაკვეთილების მიმდინარეობა. თითოეული პედაგოგი დისტანციური სწავლების რეჟიმის პირობებშიც ადვილად გასაგებს ხდის ახალ მასალას, მოსწავლეებს ცოდნას აჯამებინებს და ამყარებს უკუკავშირს.
            აპრილის თვეში უჩვეულოდ, დისტანციურ სწავლების პერიოდში, დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის კვირეული.
            ეტაპობრივად წარმოგიდგენთ კვირეულის ფარგლებში, კლასებისა და საგნების (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) მიხედვით, მოსწავლეთა მიერ მომზადებულ მრავალფეროვან ნამუშევრებს პრეზენტაციების და ონლაინ პროექტების სახით.
            იხილეთ XI კლასის მოსწავლეების: მარიამ კარავასილისის, ლილი კერესელიძის, მარიამ ჩახავას, თამთა ათოშვილისა და თათია ბარელაძის პრეზენტაციები თემაზე ,, 5G გამოსხივება და კორონავირუსი-მითი თუ სინამდვილე“ - ფიზიკის პედაგოგი, მაია ცინაძე.

          • სახალისო ელექტრონული სასწავლო რესურსები

          • მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის, ინტერნეტგაზეთ მასწავლებლის ოფიციალურ საიტზე, გამოქვეყნდა იტალიური სკოლის, დაწყებითი კლასების კათედრის ხელმძღვანელის, წამყვანი მასწავლებლის ნანა ვაჩიბერიძის მეთოდური სტატია.

            სტატიაში ქალბატონი ნანა თავის გამოცდილებას და რესურსებს უზიარებს მთელი საქართველოს მასწავლებლებს, იგი ათეულობით ელექტრონული სასწავლო რესურსის ავტორია.

             წარმატებებს ვუსურვებთ ქალბატონ ნანა ვაჩიბერიძეს.

            http://mastsavlebeli.ge/?p=25723

          • მრავალწახნაგოვანი, საოცარი მათემატიკა

          • ვაგრძელებთ იტალიური სკოლის პროფესიონალთა გუნდის წარდგენასამ ეტაპზე წარმოგიდგენთ მათემატიკის კათედრას: მანანა თოფურია (კათედრის ხელმძღვანელი), ანა ნატროშვილი, მანანა ჭინჭარაული, კახა ნიკოლაიშვილი, დავით თარაშვილი.

            იტალიური სკოლის მოსწავლეებისათვის. ხალისით და საინტერესო სიახლეებით იწყება და მთავრდება ონლაინ გაკვეთილები მათემატიკაში. სასწავლო პროცესში  აქტიურად გამოიყენება   ვიდეო მასალებისასწავლო პროგრამები და თამაშები.

            პედაგოგებიმათ მიერ შექმნილი ელექტრონული რესურსებით, პრეზენტაციებით, პროექტებით, მოსწავლეთათვის მრავალფეროვანს, ადვილად გასაგებს და ხელმისწვდომს ხდიან ახალ მასალას, აჯამებენ ცოდნას და აკეთებენ უკუკავშირს.

            წარმოდგენილ ფოტოებზე ასახულია მე-6 კლასის მოსწავლეთა აქტივობების მცირე ნაწილი მათემატიკაში - პედაგოგი მანანა თოფურია.

            მადლობას ვუხდით ჩვენს არაჩვეულებრივ ბავშვებს და მათ მშობლებს  თანამშრომლობისთვის. მართლაც, საოცარი მონდომებით  ასრულებენ ბავშვები დავალებებს და კრეატიულად იყენებენ ყველაფერს, რაც მათთვის ხელმისაწვდომია მოცემულ სიტუაციაში.

            განსაკუთრებული მადლობა კი პედაგოგებს, რომ ასე საინტერესოდ, მრავალფეროვნად და შემოქმედებითად წარმართავენ საგაკვეთილო პროცესს

          • ხალისიანი ონლაინ გაკვეთილები

          • გაიცანით იტალიური სკოლის დაწყებითი კლასების კათედრის პროფესიონალთა გუნდი: ნანა ვაჩიბერიძე (კათედრის ხელმძღვანელი), ინგა თეთრაძე, დალი ქოქოშვილი, მაია ალავიძე.

            სკოლის წარმატების საწინდარი  პროფესიონალთა გუნდია! ამ ახალმა გამოწვევამ, კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა (და არა მხოლოდ ჩვენ), რომ ჩვენი სკოლის პედაგოგები, ჩვენი ძლიერი რგოლია, ჩვენი საფუძველი და საყრდენია!

            იტალიური სკოლის პედაგოგებმა, ამ რთულ პერიოდშიც წარმატებით დაძლიეს ეს ახალი გამოწვევა და დისტანციური სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით მოახერხეს სასწავლო პროგრამების ადაპტაცია ისე, რომ გაკვეთილები საინტერესო, ხარისხიანი და შედეგზე ორიენტირებული იყოს. ამის ერთ-ერთ დასტურად კი გვსურს, ყველას გავუზიაროთ დაწყებითი კლასების კათედრის მიერ საპროგრამო მასალის თემატიკის მიხედვით შექმნილი ათეულობით ელექტრონული რესურსიდან რამდენიმე, რომელთა გამოყენებითაც გაკვეთილები უფრო სახალისო და ეფექტური გახდა.

            ნახატი ფილმის გააზრება

            მეტყველების ნაწილები

            ბუნებრივი მოვლენები

            კოგნიტური გადაატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, გაკვეთილები ტარდება განსხვავებულ ფორმატში, პედაგოგთა ძალისხმევა მიმართულია ისეთი აქტივობების გამოყენებაზე, რაც ხელს უწყობს მასალის წარმატებულ ათვისებას. ასევე, სრულიად განსხვავებული მიდგომები დაინერგა, მშობლებთა თანამონაწილეობით, საშინაო დავალებების შესრულებისა და უკუკავშირის კუთხით.

            კათედრის მასწავლებლებმა შეიმუშავეს და დანერგეს სტრატეგიები და პროექტები, რაც მოსწავლეებს ეხმარებათ პოზიტიური ემოციების გენერირებაში და რასაც პანდემიის პირობებში, უდიდესი მნიშვნელობა აქვს, გასაკუთრებით დაწყებით კლასებში.

            გვეამაყებით და გვეიმედებით, ჩვენო ძვირფასებო! გვინდა, რომ ყველას გავუზიაროთ თქვენი დაუღალავი შრომისა და შედეგების შესახებ!

          • მოსწავლეთა მიღება

          • იტალიური სკოლა აგრძელებს მოსწავლეთა მიღებას დისტანციურ რეჟიმში.

            სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან გასაუბრების საფუძველზე, ონლაინ რეჟიმში, უზრუნველყოფილი იქნება მოსწავლის პირველ კლასში დარეგისტრირება და საბუთების მიღება.

            ზედა კლასებში, ვაკანსიის შემთხვევაში, ასევე, ონლაინ რეჟიმში მოსწავლესთან გასაუბრების საფუძველზე, მოხდება მოსწავლეთა დარეგისტრირება შესაბამის კლასში.

            დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:   599 153 181; 599 730 370.

            გისურვებთ ჯანმრთელობას და ვიმედოვნებთ, მალე ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით!

          • ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!

          • იტალიელები ყოველდღიურად ამტკიცებდნენ, რომ გენიალური ერია, ქვეყანა სადაც ერთმანეთს ჰარმონიულად შეერწყა ღვთისა და ადამიანის შემოქმედება, სადაც უსაზღვრო მშვენიერების მხილველის სული შვებას გრძნობს... ,,სილამაზე მართლაც იხსნის სამყაროს"... იტალიელებისთვის La vita è bella - ცხოვრება მშვენიერია მიუხედავად ყოველგვარი განსაცდელისა...

            იტალიური სკოლა ,,ცისკრის" სასკოლო საზოგადოება ბედნიერია, რომ იტალიური სკოლის კედლებში ქართველი ბავშვები ამ უდიდესი კულტურის მქონე ქვეყნის ენას ეზიარებიან...

            ბედნიერებაა ასწავლო ის, რაც გიყვარს და ასწავლო მათ, ვინც გიყვარს!

            იტალიის დღევანდელი მდგომარეობა თითოეული ჩვენგანის ტკივილია, ვიმედოვნებთ, რომ ყველა სიძნელე დაძლეული იქნება და სილამაზე, სიყვარული, სითბო და თანადგომა იხსნის იტალიას. მიუხედავად მძიმე დღეებისა, იტალია ამასაც გადალახავს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!

             

            Gli italiani ogni giorno danno il buon esempio a tutto il mondo. E' veramente un popolo geniale e l'Italia è veramente il "Belpaese" dove la creazione di Dio e quella dell'uomo è in gran armonia, dove l'anima trova la pace e la consolazione guardando una Bellezza capace di salvare il mondo. Per gli italiani "la vita è bella" malgrado tutto.

            La scuola italiana ,,Tsiscari" è veramente fortunata nel dare la possibilità ai ragazzi di imparare una bellissima lingua di gran cultura. Anche noi, insegnanti siamo felici di insegnare ciò che amiamo tanto e ci rende ancor più grati insegnarlo a chi vogliamo bene, ai bambini...

            Lo stato attuale dell'Italia è un dolore per tutti noi, speriamo che le difficoltà  vengano superate presto. La bellezza, l'amore, l'affetto ed il sostegno di tutti salveranno l'Italia. Si è un momento difficile, ma l'Italia ce la farà. 

            Siamo con voi!

          • დისტანციური სწავლება

          • 16 მარტიდან იტალიური სკოლა გადავიდა ელექტრონულ სწავლებაზე.

            წინასწარ შექმნილი დისტანციური სწავლების სივრცეში,  პირველად ჩატარდა ონლაინ სწავლების საათობრივი ბადით გათვალისწინებული გაკვეთილები.

            დისტანციური სწავლების ორგანიზებულობა ჩვენი გუნდის პროფესიონალთა დამსახურებაა. მადლობას ვუხდით საგნობრივ კათედრებს გუნდური მუშაობისთვის, მასწავლებლებს, კლასის დამრიგებლებს, თავად მოსწავლეებსა და მათ მშობლებს.

            კარგი დასაწყისი წარმატების საწინდარია.

            გისურვებთ, ნაყოფიერ მუშაობას და ჯანმრთელობას!

          • იტალიური კარნავალი

          • 25 თებერვალს იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში, მოეწყო კოსტუმირებული პრეზენტაცია “იტალიური კარნავალი“.

            VI კლასის მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს იტალიის კულტურა, ტრადიცია, წარმოადგინეს და დაახასიათეს ვენეციის პერსონაჟები.

            პრეზენტაციას უძღვებოდა იტალიური ენის პედაგოგი  ქეთი სიხარულიძე.

          • გასვლითი გაკვეთილი

          • 21 თებერვალს იტალიური ენის კვირეულის ფარგლებში, VIII კლასის მოსწავლეებს ავერსის კლინიკის ლაბორატორიაში  ჩაუტარდათ ბიოლოგიის გასვლითი გაკვეთილი.

            გაკვეთილს უძღვებოდა - იტალიური სექტორის ბიოლოგიის პედაგოგი ელენე წიწილაშვილი

            I ragazzi dell’ ottava classe in visita al laboratorio “Aversi”