2014 წლის 7 ოქტომბერს იტალიურ სკოლა „ცისკარში“ მოეწყო მასწავლებელთა სტატიების კრებულის პრეზენტაცია . წიგნი წარმოადგენს 2023-2024 სასწავლო წელს იტალიურ სკოლაში
- სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესის სტატიებად განზოგადებულ მასალებს, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდებოდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე www.mastsavlebeli.ge
კრებული გარკვეულწილად ასახავს, სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესს: სწავლა-სწავლების მიმდინარეობის მრავალფეროვან მიდგომებს, კურიკულუმის გამოწვევებზე მასწავლებელთა მეთოდურ უკუკავშირს, ინოვაციების დანერგვას, ტექნოლოგიების გამოყენებას, რომლებიც მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესისთვისაა დამახასიათებელი და კარგად აჩვენებს - ღირებულებებზე, გლობალურ მოქალაქეობაზე, ცოდნის ეკონომიკაზე სასწავლო პროცესის მიზანმიმართულ ტრანსფორმაციას.
კრებულში წარმოდგენილია ინგა კახიძის, ასმათ გაფრინდაშვილის, მაია ალავიძის, ცისია სუხიაშვილის, ინგა თეთრაძის, ნანა ვაჩიბერიძის, მანანა თოფურიას, გიორგი სილაგავას ნანა გაბისონიას, თამარ ბერიშვილი, ნათია სიმონიას, სოფო ქენქაძის, თინათინ გოგიძის, შორენა მერაბიშვილის, ანა ბოჭორიშვილის, ქეთევან სიხარულიძის, ეკა ლაგვილავას, ეკატერინე მელქაძის, მაია ცინაძის, ეკა ჭკუასელის მაია ფირჩხაძის სტატიები.
კრებულში წარმოდგენილი სტატიების თემატური სპექტრი მრავალფეროვანია და მოიცავს: ლიტერატურის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, გეომეტრიის ინტერაქტიულ პროექტებს, ბუნებისმეტყველების პრაქტიკულ აქტივობებს, ენის სწავლებას ტექნოლოგიებით, ხელოვნების, ისტორიის, STEM - ის საგნების პროექტებს და ოცდამეერთე საუკუნისთვის საჭირო უნარების და კომპეტენციების განვითარების თანამედროვე სტრატეგიების დანერგვის პროცესების ანალიზს. ეს მრავალმხრივი მიდგომა ხაზს უსვამს თანამედროვე განათლების კომპლექსურობას და იმ გამოწვევებს, რომლებსაც პედაგოგები ყოველდღიურად უმკლავდებიან. კრებული წარმოადგენს არა მხოლოდ თეორიულ ნაშრომს, არამედ პრაქტიკულ გზამკვლევს თანამედროვე პედაგოგებისთვის. იგი გვთავაზობს კონკრეტულ სტრატეგიებს და მეთოდებს, რომელთა ადაპტირება და დანერგვა შესაძლებელია სხვადასხვა საგანმანათლებლო კონტექსტში. ესაა ერთგვარი მოწოდება პედაგოგისთვის - გაბედულად შეაბიჯონ ინოვაციების სამყაროში, გამოიყენონ ტექნოლოგიები არა როგორც თვითმიზანი, არამედ როგორც ძლიერი ინსტრუმენტი სწავლების ხარისხის ასამაღლებლად და მომავალი თაობების უკეთ მოსამზადებლად XXI საუკუნის გამოწვევებისთვის.