• რომის დაბადების დღე
          • რომის დაბადების დღე

          • 21 აპრილს ლიტერატურულ კაფე ,,Libriamoci’“-ის ფარგლებში, ,,Libriamoci’“-ის კლუბის წევრებმა რომის დაბადების დღე იზეიმეს. ,,ლიბრიამოჩი’’ სწორედ ის თავისუფალი სივრცეა ფანტაზიისათვის, სადაც იტალიური სკოლის მოსწავლეებს აქვს საკუთარი ნიჭის აღმოჩენის უნარი. კაფეს მუზებმა (II, VIII, IX კლასების მოსწავლეებმა) წარმოადგინეს კომპოზიცია ,,რომი იშვა გაზაფხულზე’’, ამ დღეს მოსწავლეები მხოლოდ პოეზიისა და მუსიკის ენით მეტყველებდნენ, წაიკითხეს საკუთარი ლექსებიც და თარგმანები.

        • მობილური აპლიკაციის მომხმარებლები
          • მობილური აპლიკაციის მომხმარებლები

          • ძვირფასო მობილური აპლიკაციის მომხმარებლებო.

            თქვენ შეგიძლიათ ნახოთ თქვენი ცხრილი დაჩანაცვლებები ასევე თქვენს მობილურ ტელეფონზეც. თუ გაქვთ iPhone, iPad ან Android მოწყობილობა, შეგიძლიათ გადმოწეროთ შესაბამისი პლატფორმისთვის მორგებულიაპლიკაცია.

            მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ: mobile.edupage.org

        • ევროპის დღე
          • ევროპის დღე

          • 5 მაისს, რიყის პარკში,  ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნებში მშვიდობისა და ერთიანობის ყოველწლიური დღესასწაული — ევროპის დღე აღინიშნა. იტალიის საელჩოს მიწვევით სადღესასწაულო კონცერტში მონაწილეობა მიიღეს იტალიური სკოლის მოსწავლეებმა ნიკა ესაკიასთან ერთად.

        • საზოგადოებრივ მეცნიერებათა  კათედრის კვირეული
          • საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის კვირეული

          • 23-27 აპრილს  იტალიურ სკოლაში მიმდინაეობდა საზოგადოებრივ მეცნიერებათა  კათედრის კვირეული (კათედრის ხელმძღვანელი მაია ფირჩხაძე).  კვირეულის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა სამოდელო გაკვეთილი, მოეწყო: მოსწავლეთა კონფერენცია, ვიქტორინა-კონკურსები, პრეზენტაციები და სხვა  შემეცნებითი ღონისძიებები.

        • დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება
          • დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

          • 8 თებერვალს იტალიურ სკოლა ,,ცისკარში“ გაიმართა დავით აღმაშენებლის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს XI კლასის მოსწავლეებმა.
            ისტორიული მეხსიერება იყო ამ წარმოდგენის უმთავრესი მიზანი. გიყვარს ის რაც იცი. მოსწავლეთა მონდომება და ემოცია გადამდები აღმოჩნდა მთელი დარბაზისთვის

        • 2018 წლის მარტი სასწავლო-გაცვლითი პროექტი იტალიასთან
          • 2018 წლის მარტი სასწავლო-გაცვლითი პროექტი იტალიასთან

          • უკვე მეოცე წელია, სასწავლო-გაცვლითი პროექტის ფარგლებში, იტალიური სკოლის მოსწავლეთა დელეგაცია, ყოველ გაზაფხულზე  იტალიაში მიემგზავრება. მიმდინარე  წლის  3 მარტს, ჩვენი სკოლის მოსწავლეები, იტალიური ენის პედაგოგთან, მაია ბუხნიკაშვილთან ერთად გაემგზავრნენ იტალიაში, სადაც ბავშვები იტალიელი თანატოლების ოჯახებში ცხოვრობდნენ.

          • იტალიური სკოლა 20 წლისაა

          • 2016 წლის 28 ოქტომბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში, საქართველოში იტალიის სრულუფლებიანი ელჩის ბატონი ანტონიო ენრიკო ბარტოლის მონაწილეობით, გაიმართა იტალიური სკოლის დაარსების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი მიღება. იტალიურ სკოლას 20 წლის იუბილე მიულოცეს მიღებაზე მოწვეულმა სტუმრებმა: საქართველოში იტალიის სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ანტონიო ენრიკომ, საზოგადოება საქართველო-იტალიის პრეზიდენტმა პოეტმა დავით მაღრაძემ, უცხოელმა სტუმრებმა იტალიაში დამეგობრებული სკოლებიდან. სკოლას უცხოეთიდან მილოცვები გამოუგზავნეს კურსდამთავრებულებმა, ყოფილმა პედაგოგებმა, პარტნიორი სკოლებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სხვებმა. მეტის წაკითხვა